ხახვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხახვი
Allium in Georgia (country).jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
განყოფილება: ფარულთესლოვნები
კლასი: ერთლებნიანები
რიგი: ასპარაგუსყვავილოვანი
ოჯახი: ამარილისისებრნი
ქვეოჯახი: ხახვისებრნი
გვარი: ხახვი
ლათინური სახელი
Allium

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 42634
NCBI 4678
ილუსტრაცია: ხახვის აღნაგობა (Allium carinatum).

ხახვი (ლათ. Állium) — ორწლოვან და მრავალწლოვან მცენარეთა გვარი, მიეკუთვნება ასპარაგუსყვავილოვანთა (ლათ. Asparagales) რიგის ამარილისისებრთა (ლათ. Amaryllidaceae) ოჯახის ხახვისებრთა (ლათ. Alliaceae) ქვეოჯახს (ადრე მიეკუთვნებოდა ლილიასებრთა ოჯახს).

მეცნიერული ლათინური სახელი მისცა კარლ ლინეიმ, — ლათ. allium — წარმოშობილია ლათინული სიტყვა ნიორისაგან, რომელიც თავის მხრივ, ალბათ დაკავშირებულია, კელტურ სიტყვასთან allმშუშხავი; მეორე ვერსიით — წარმოშობილია ლათ. halareსურნელება.

არსებობს რამდენიმე ასეული სახეობა, რომლებიც ჩვეულებრივ იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. ხახვის სამშობლოდ ითვლება — სამხრეთ-დასავლეთი აზია.

ამ გვარის სხვადასხვა სახეობები იზრდებიან მინდვრებზე, სტეპებში, ტყეებში.

ბოტანიკური აღწერა[რედაქტირება]

ყვავილედის მწვრილი ყვავილები

გვარის წარმომადგენლებს აქვთ დიდი, ცოტათი დაპრესილი სფეროსმაგვარი ხახვი, რომელიც დაფარულია მოწითალო, თეთრი ან იისფერი საფარველით.

ფოთლები ხაზოვანია ან სარტყელისმაგვარი, ძირისმიერი, მილისებური, ღერო 1 მ-მდე აღწევს. ყვავილები წვრილია, უსახური, განლაგდება გრძელ ღეროზე. ყვავილედის დიამეტრი ზოგ სახეობებში 40 სმ-ს აღწევს.

ყვავილობს ივნის-აგვისტოში. ნაყოფს იძლევა აგვისტო-სექტემბერში.

მცენარის ყველა ნაწილს აქვს იოლად ცნობადი მკვეთრი «ხახვისებური» ან «ნიორის» სუნი.

ქიმიური შემადგენლობა[რედაქტირება]

ბოლქვები შეიცავენ აზოტის შემცველ ნივთიერებებს ( 2,5 %-მდე), სხვა და სხვა შაქრებს (10—11 %) (გლუკოზას, ფრუქტოზას, სახაროზას, მალტოზას), ინულინის პოლისახარიდს, ფიტინს, ფლავონოიდ კვერცეტინი და მისი გლუკოზიდები, ცხიმები, სხვა და სხვა ფერმენტები, კალციუმის, ფოსფორის მარილები, ფიტონციდები, ლიმონისა და ვაშლის მჟავები, ვიტამინები A (3,75 მგ %), B1 (60 მგ %), B2 (50 მგ %), PP (0,20 მგ %), C (10,5—33 მგ%), ასევე ეთერზეთები მკვეთრი განსაკუთრებული სუნით, ცხვირისა და თვალის ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებლებით. ეთერზეთების მთავარ შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს დისულფიდები და სულფიდები.

ხახვის სახეობები[რედაქტირება]

ხახვისებრთა ოჯახში ასობით სახეობებია. ხახვები პირობითად შეიძლება დაიყოს ორ კატეგორიად: დეკორატიულად და საჭმელად, თუმცა ზოგი მათგანი ორივე კატეგორიას მიეკუთვნება.

საჭმელი ხახვების ყველაზე ცნობილ სახეებს წარმოადგენენ:

დეკორატიული ხახვებია (ალიუმი):

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სტატია. ავტორი - სოროკოლეტოვა ე., სოროკოპუდოვა ო.|სათაური-დეკორატიული ხახვები|ტიპი=ჟურნალი|გამომცემლობა - მეყვავილეობა|წელი=2009. — მაისი—ივნისი|ნომერი=3|ფურცელი=12—14

წყაროები[რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ხახვი&oldid=2941896“-დან