შინაარსზე გადასვლა

ბაობაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაობაბი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ლათინური სახელი
Adansonia digitata
Adansonia digitata

ბაობაბი (ლათ. Adansonia digitata) — ხე ბომბაქსისებრთა ოჯახისა. იზრდება აფრიკის სავანებში. აქვს ძალზე მსხვილი ღერო, რომლის გარშემოწერილობა 25 მ-ს აღწევს, სიმაღლე 18-25 მ-ს. თათისებრ რთული ფოთლები გვალვიან პერიოდში სცვივა. ამ დროისთვის მწიფდება ნაყოფი, რომელიც კიტრს წააგავს. აქვს დიდი თეთრი ყვავილები.

ცოცხლობს 4000-5000 წელს. ბაობაბის სქელი ქერქისაგან იღებენ ბოჭკოს და ამზადებენ თოკსა და უხეშ ქსოვილებს. ნაყოფის წვნიანი მომჟავო რბილობი იჭმება. აშენებენ ტროპიკებში.

2021 წელს შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში, რომელიც საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, გადმოსარგავად ბაობაბები იყიდეს. 2022 წლის წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კენიის ხელისუფლებამ შეაჩერა იმ ლიცენზიის მოქმედება, რომელიც ბაობაბების ამოძირკვას, მათ ტრანსპორტირებასა და ექსპორტს ითვალისწინებდა. [1] კენიელი ექსპერტების განცხადების მიუხედავად, რომლის თანახმადაც ბაობაბების ექსპორტს შესაძლოა უარყოფითი გავლენა ჰოქნდეს ქვეყნის ეკოლოგიაზე, რომელიც გვალვას ებრძვის და ცდილობს ტყის განადგურებული საფარის აღდგენას, კენიის ხელისუფლებამ საქართველოში 8 ბაობაბის ექპორტის ნებართვა გასცა.[2] 2024 წლის აგვისტოში დენდროლოგიურმა პარკმა გაავრცელა განცხადება, რომ კენიიდან გადარგული ბაობაბის რვავე ხე გახმა.[1]