კიფიური კულტურა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კიფიური კულტურა — არქეოლოგიური კულტურის დასახელება, რომელიც არსებობდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე 8000—6000 წლებში საჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე. ამ პერიოდში საჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე კლიმატი ნოტიო იყო. 2000 წელს აღმოჩენილი იქნა ამ კულტურის დროინდელი ადამიანის ნარჩენები ნიგერის ტენერეს უდაბნოს ტერიტორიაზე, გობეროში.[1]

კიფიელები იყვნენ მონადირეები და შემგროვებლები. ის ფაქტი, რომ მათი ცხოვრების არეალში აღმოჩენილი იქნა სავანისთვის დამახასიათებელი დიდი ცხოველების ძვლები, გვაფიქრებინებს, რომ ისინი ცხოვრობდნენ იმ პერიოდში არსებული ტბის სანაპიროზე.[2] კიფიელები იყვნენ მაღლები — 1,80 მეტრზე მეტი სიმაღლის.[1]

კიფიური კულტურა გაქრა ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 6000 წელს, როდესაც საჰარის უდაბნოს ტერიტორიაზე დადგა ხანგრძლივი გვალვა.[3] კიფიური კულტურის გაქრობიდან დაახლოებით 1500 წლის შემდეგ, როდესაც კლიმატი საჰარის უდაბნოში ისევ ნოტიო გახდა, მისი საცხოვრისი არეალი დაიკავა ტენერიულმა კულტურამ, რომლის მაცხოვრებლებიც ეკუთვნოდნენ სხვა ანთროპოლოგიურ ტიპს.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Stone Age Graveyard Reveals Lifestyles Of A 'Green Sahara'. Science Daily (2008-08-15). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-30. ციტირების თარიღი: 2008-08-15.
  2. Wilford, John Noble (2008-08-14). „Graves Found From Sahara's Green Period“. New York Times. ციტირების თარიღი: 2008-08-15.
  3. Schultz, Nora (2008-08-14). „Stone Age mass graves reveal green Sahara“. NewScientist. ციტირების თარიღი: 2008-08-15.