კანური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
კანური
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 11°52′08″ ჩ. გ. 75°21′20″ ა. გ. / 11.86889° ჩ. გ. 75.35556° ა. გ. / 11.86889; 75.35556
ფართობი 2966±1 კმ², 941 ჰექტარი
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 497
საფოსტო ინდექსი 670001
კანური — ინდოეთი
კანური

კანური (ინგლ. Kannur; ყოფილი კენანორი) ― ქალაქი და მუნიციპალური კორპორაცია ინდოეთის შტატ კერალაში. ამავე სახელწოდების მქონე რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მთავარი საპორტო ქალაქიდან და კომერციული კერიდან, კოჩიდან 274 კმ-ით ჩრდილოეთით და მანგალურიდან 137 კმ-ით სამხრეთით. ბრიტანელთა კოლონიური მმართველობის პერიოდში კანური მალაბარის რაიონში შედიოდა და ცნობილი იყო როგორც კენანორი. კანური სიდიდით მეექვსე ურბანული აგლომერაციაა კერალაში. 2011 წლის აღწერით, კანურის მუნიციპალური კორპორაციის მოსახლეობა 232 486 ადამიანს შეადგენს.[1][2]

კანური კოლათუნადუს, მალაბარის სანაპიროს ოთხი დინასტიიდან ერთ-ერთის, ადმინისტრაციული ცენტრი იყო. გვიანი შუა საუკუნეების პერიოდში კანური და ლაკადივის კუნძულები არაკალის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.[3] კანურის მუნიციპალიტეტი 1866 წლის 1-ელ ნოემბერს შეიქმნა, თალასერის, კოჟიკოდეს, პალაკადისა და ფორტ-კოჩისთან ერთად. 2015 წელს მას მუნიციპალური კორპორაციის სტატუსი მიენიჭა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინაისტორია და ანტიკური ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანურის რეგიონში უძველესი ადამიანები ნეოლითის ხანიდან ცხოვრობდნენ, რაზეც გამოქვაბულებსა და მეგალითებში აღმოჩენილი სამარხები მოწმობს. სანგამის პერიოდში (I-V საუკუნეები) ეჟიმალის ძლიერი სამეფოს ცენტრი იყო. ანტიკური პორტი ნაურა, რომელიც Periplus of the Erythraean Sea-შია მოხსენიებული როგორც მუზირისის ჩრდილოეთით მდებარე პორტი, მიიჩნევა, რომ კანურია.[4] პლინიუს უფროსი (ახ.წ. I საუკუნე) აღნიშნავს, რომ ტინდისის პორტი კეპრობოტოსის საზღვრის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობდა.[5] რეგიონი, რომელიც ტინდიდის პორტის ჩრდილოეთით მდებარეობდა, სანგამის ხანაში ეჟიმალის სამეფოს მიერ იმართებოდა.[6]

ევროპელთა გავლენის ხანა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1887 წლამდე კანური ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიისთვის სამხედრო შტაბს წარმოადგენდა ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე. კანურს, როგორც რაიონსა და მიმდებარე ტერიტორიებს, მეტწილად კოლათირის რაჯები მართავდნენ. როდესაც კერალის შტატი შეიქმნა, რაიონს კანურის სახელი ეწოდა, რადგანაც ადმინისტრაციული დაწესებულებების სწორედ აქ მდებარეობდა. მანამდე კანური მალაბარის რაიონის ჩირაკალის ტალუკის შტაბს წარმოადგენდა. ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის მმართველობსი ხანაში კომპანია აქცენტს მადრასსა და კოჩინზე აკეთებდა, რის შედეგადაც კანურმა ძველი ბრწყინვალება დაკარგა.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაიალაპრის ტბა მადაის მახლობლად

კანური ზღვის დონიდან 1.02 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, ლაკადივის ზღვის სანაპიროზე. ქალაქს 8 კმ-იანი სანაპირო და 3 კმ-ის სიგრძის პლაჟი აქვს. კანური კოჟიკოდეს ჩრდილოეთით, კასარგოდისა და მანგალორეს სამხრეთით, დასავლეთ გატების რეგიონების: კოდაგუსა და ვაიანადის დასავლეთით და ლაკადივის ზღვის აღმოსავლეთით მდებარეობს. მადაის მახლობლად ვაიალაპრის ტბა მდებარეობს.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, კანური ტროპიკული მუსონური კლიმატის სარტყელში (Am) მდებარეობს. აპრილსა და მაისში საშუალო დღიური მაქსიმალური ტემპერატურა 35 °C-ს (95 °F) უდრის. ზომიერი ტემპერატურაა დეკემბერსა და იანვარში: 24 °C (75.2 °F). მალაბარის სანაპიროს სხვა ტერიტორიების მსგავსად ქალაქში ყველაზე მეტი ნალექი სამხრეთ-დასავლეთ მუსონის დროს მოდის. საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 3 438 მმ-ია. ნალექების 68% ზაფხულში მოდის.[7]

ჰავის მონაცემები — კანური
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 36.7 37.6 38.5 38.3 37.7 36.8 33.0 33.2 34.0 35.0 37.0 35.8 38.5
საშუალო მაღალი °C 33.1 33.6 34.2 34.4 33.5 30.1 29.2 29.4 30.4 31.2 32.4 32.9 32.0
საშუალო დაბალი °C 21.5 22.4 24.2 25.6 25.3 23.6 23.1 23.1 23.3 23.4 23.0 21.9 23.4
რეკორდულად დაბალი °C 16.4 17.8 19.0 21.7 20.0 20.6 20.4 20.7 20.9 19.4 17.8 16.1 16.1
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 0.7 0.6 23.8 52.9 229.4 995.2 830.5 541.2 230.3 270.1 117.3 28.1 3 320,1
წვიმიანი დღეები საშუალოდ 0.2 0.1 0.8 2.8 7.7 23.7 25.5 21.8 11.2 11.2 4.9 1.1 111
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 63 64 66 67 71 84 86 84 81 78 73 65 73
წყარო: India Meteorological Department[8][9]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანურის ხედი

2011 წლის აღწერის მიხედვით,[10] კანურის მოსახლეობა 232 486 ადამიანს შადგენს.[1][11][12][13] მათგან 46.2% კაცია და 53.8% ― ქალი. კანურში წერა-კითხვის საშუალო მაჩვენებელი 96.23%-ია, რაც საშუალო ეროვნულ მაჩვენებელს (74.04%) აღემატება. მამაკაცებს შორის წერა-კითხვის ცოდნის დონე 98%-ის, ხოლო ქალებს შორის 94%-ის ტოლია. მოსახლეოის 12% 6 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას მიეკუთვნება.

ადმინისტრირება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კანურის მუნიციპალიტეტი 1866 წლის 1-ელ ნოემბერს შეიქმნა თალასერის, კოჟიკოდეს, პალაკადისა და ფორტ-კოჩის მუნიციპალიტეტებთან ერთად. ისინი შტატის მასშტაბით პირველი თანამედროვე მუნიციპალიტეტები იყო.[14] 2015 წელს კანურს მუნიციპალური კორპორაციის სტატუსი მიენიჭა.[11]

ქალაქი კანურის მუნიციპალური კორპორაციის მიერ იმართება, რომელსაც მერი ხელმძღვანელობს. ადმინისტრაციული დანიშნულებით, ქალაქი 55 ვარდად იყო, რომელთაგანაც მუნიციპალური კორპორაციის საბჭოს წევრები 5 წლის ვადით აირჩევიან. კანურის მუნიცპალური კორპორაცია ექვს ზონად იყოფა: კანური, პალიკუნუ, პუჟათი, ედაკადი, ელაიავოორი და ჩელორა.[11]

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ინდური სამხედრო-საზღვაო აკადემია ეჟიმალაში მდებარეობს. 1996 წელს კერალის საკანონმდებლო ასამბლეამ კანურის უნივერსიტეტი დააარსა. ბრენენის სამთავრობო კოლეჯი პირველი კოლეჯია კანურში და 1862 წელს დაარსდა. 1986 წელს დარმასალაში დაარსდა ინჟინერიის სამთავრობო კოლეჯი, 1993 წელს კი პარიარამში სამთავრობო სამედიცინო კოლეჯი გაიხსნა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Provisional Population Totals, Census of India 2011. Population of the urban local bodies in Kerala (2011). Government of Kerala. ციტირების თარიღი: 4 December 2020.
  2. KNR_DEC-Newsletter (December 2018). „Kannur Municipal Corporation“ (PDF). Kannur Municipal Corporation Newsletter.
  3. Logan, William (2006). Malabar Manual. Calicut: Mathrubhumi Books. ISBN 978-81-8264-046-7. 
  4. Menon, A. Sreedhara (2007). A Survey of Kerala History. DC Books. ISBN 9788126415786. 
  5. Gurukkal, R.; Whittaker, D. (2001). „In search of Muziris“. Journal of Roman Archaeology. 14 (14): 334–350. doi:10.1017/S1047759400019978. S2CID 164778915.
  6. A. Shreedhara Menon. A Survey of Kerala History. 
  7. Climate: Kannur (Cannanore) CalicutNet.com
  8. Station: Cannanore Climatological Table 1981–2010. Climatological Normals 1981–2010 გვ. 167–168. India Meteorological Department (January 2015). ციტირების თარიღი: 29 February 2020
  9. Extremes of Temperature & Rainfall for Indian Stations (Up to 2012). India Meteorological Department (December 2016). ციტირების თარიღი: 29 February 2020
  10. (2014–2015) District Census Handbook – Kannur (2011) – Part XII-B. Thiruvananthapuram: Directorate of Census Operations Kerala. 
  11. 11.0 11.1 11.2 Special Currespondent (14 January 2015). „Kannur to be City Corporation“. The Hindu. ციტირების თარიღი: 6 March 2021.
  12. http://www.kudumbashree.org › sub-district
  13. Kannur Metropolitan Urban Region Population 2011–2021 Census
  14. CHRONOLOGICAL LIST OF CENTRAL ACTS (Updated up to 17-10-2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-07. ციტირების თარიღი: 2016-08-07
    - Lewis McIver, G. Stokes (1883). Imperial Census of 1881 Operations and Results in the Presidency of Madras. Madras: E.Keys at the Government Press, გვ. 444. <bt>- (1915) Madras District Gazetteers, Statistical Appendix For Malabar District.. Madras: The Superintendent, Government Press, გვ. 20. 
    - Henry Frowde (1908–1909). Imperial Gazetteer of India, New, Oxford: Clarendon Press.