ბორცვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორცვები

ბორცვირელიეფის დადებითი ფორმები. წარმოადგენს შედარებით მცირე ამაღლებას სუსტად გამოკვეთილი ფერდობებითა და ძირით. შეფარდებითი სიმაღლე არ აღემატება 200 მ-ს. მომრგვალო ან ოვალური მოყვანილობისაა.[1]

წარმოიქმნება დადაბლებულ მხარეებში დანაწევრების შედეგად, მაშინ, როდესაც დაბლდება მთიანი მხარეები და ეს უკანასკნელი გადადის დენუდაციურ დაბლობებში, რომელიც გვირგვინდება აკუმულაციური პროცესებით: მყინვარისა და ქარის მოქმედებით და სხვა. ბორცვი დენუდაციური პროცესების შედეგია.[2]

ბორცვი, რომელიც არსებობდა მყინვარულ პერიოდამდე გამოფიტული იყო ყინულზე (მოაქვს სხვადასხვა ქანები), ან გარემომცველი ხეობები და ღრმულები ამოვსებული იყო მყინვარული დრეიფით. ბორცვის შედარებით მცირე სახესხვაობას წარმოადგენს სერი.

არსებობს რამდენიმე კონკრეტული სახელწოდება, რომელიც ბორცვის სხვადასხვა ტიპის აღმნიშვნელია, აღსანიშნავია: დრუმლინი, მოწმე, ტორები, პიუი, გორაკი, მწკრივი და სხვა. მაგალითად, პიუი ადგილობრივი ტერმინია ოვერნისთვის (საფრანგეთი).

დასავლეთ ციმბირის ვაკეზე თუ ბორცვი ვიწროა და წაგრძელებულია სიგრძეში, მაშინ მას სერს ან მწკრივს უწოდებენ, თუ იგი ტალღოვანია — უვალებს.[2]

ხმელეთის სხვადასხვა ადგილში შესაძლებელია წარმოიქმნას ე.წ. ხელოვნური ბორცვი, რომელიც ტექნიკური მუშაობის შედეგია. ბორცვებზე ხშირად ქმნიდნენ ქალაქებს, რამაც გავლენა იქონია მათ სახელებზე (მაგალითად კაპიტოლიუმის ბორცვი).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.
  2. 2.0 2.1 Геологический словарь, Том I, м—я. Государственное научно-техническое издательство литературы по геологии и охране недр. М., 1955