ტაეკვონდო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაეკვანდო კორ. 태권도?
Taekwondo pictogram.svg
ტაეკვანდოს პიქტოგრამა
მეტსახელი TKD, Tae Kwon Do, ტაეკვანდო, თეკვანდო, ტეკვანდო
ოლიმპიადა 2000 წლიდან (ტაეკვონდო მსოფლიო ფედერაციის მხარდაჭერით)
ქვეყანა/რეგიონი სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა

ტაეკვონდო (კორ. 태권도?) — კორეული საბრძოლო ხელოვნება. ტაეკვონდოს განსაკუთრებული მახასიათებელი — ფეხების აქტიური მონაწილეობა ბრძოლაში, როგორც დარტყმისთვის ასევე ბლოკირებისთვის[1]. სიტყვა „ტაეკვონდო“ შედგება სამი სიტყვისგან: „ტაე“ — გათელვა, „კვონ“ — მუშტი (ხელი), „-დო“ — ხელოვნება, ტაეკვონდოს გზა, გეზი სრულყოფისკენ (ხელ-ფეხის გზა). ჩოი ჰონ ხის განმარტებით, „ტაეკვონდო ნიშნავს სულიერი სისტემის გავარჯიშებას, იარაღის გარეშე თავდაცვას, ჯამრთელობასთან ერთად და ასევე კვალიფიცირებული დარტყმებით, ბლოკირებითა და ხტუნვით განხორციელებული ცარიელი ხელ-ფეხით ერთი ან რამდენიმე მოწინააღმდეგეს დამარცხებას“.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Taekwondo1.jpg
COOK (GBR) VS ZHU (CHN) BM -80KGM12.JPG

ტაეკვონდოს განვითარება მჭიდროდაა დაკავშირებული კორეის ისტორიასთან. ტაეკვონდოს დაბადების ისტორია შეიძლება დავყოთ ისტორიის ოთხ პერიოდად: კორეული საბრძოლო ხელოვნებების დაბადება და განვითარება სამი სახელმწიფოს პერიოდში, საბრძოლო ხელოვნება სახელმწიფო კორიოს დროს, ჩოსონის დინასტიის დროს და ტაეკვონდოს თანამედროვე ისტორია[2].

კორეული საბრძოლო ხელოვნებების დაბადება და განვითარება სამი სახელმწიფოს პერიოდში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Flying Double Side Kick in Martial Arts.JPG

ითვლება, რომ სამი სახელმწიფოს პერიოდში დაიწყო ისეთი ხელოვნების ჩამოყალიბება როგორიცაა „სუბაკი“ (수박) და „ტეიკიეონი“ (택견), რაც ტაიკვანდოს განვითარების საბაბიც გახდა. სამი სახელმწიფოს ისტორიის გვიან პერიოდში საბრძოლო ხელოვნება კორეის ნახევარკუნძულზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა, განსაკუთრებით მებრძოლეების მოსამზადებლად.

და , როგორც ამ პოპულარობის შედეგი, „სუბაკი“ (수박) და „ტეიკიეონი“ (택견) გახდნენ სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციების სწავლების საფუძველი , მაგალითად ისეთების როგორიცაა „ჰვარანდო“ (화랑도) სილაში და „ჯოვისონინი“ (조의손인) კოგურიოში[3].

საბრძოლო ხელოვნება სახელმწიფო კორიოს დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო კორიოს პერიოდში „სუბაკმა“ (수박) და „ტეიკიეონმა“ (택견) უფრო სისტემატიური განვითარება დაიწყეს და ახალ დონეზე გადავიდნენ. შესაძლებელია სამხედრო სამსახურის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა „ტეიკიეონის“ (택견) ათვისების დონეს. ჩვეულებრივ ჯარისკაცებს, რომლებსაც ჰქონდათ „ტეიკიეონი“ (택견) ათვისებული რაღაც დონემდე, წარადგენდნენ გენერალთან, რომელიც მათგან საუკეთესოებს ირჩევდა ოფიცრის წოდებამდე გასაზრდელად[4]. Также в этот исторический период большим интересом королевской семьи пользовались соревнования по «субак» (수박)[5].

საბრძოლო ხელოვნება ჩოსონის დინასტიის დროს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIV საუკუნეში, ჩოსონის სახელმწიფოს დაარსების შემდეგ „სუბაკი“ (수박) და „ტეიკიეონი“ (택견) იწყებენ თავიანთი პოპულარობის დაკარგვას. ეს ტენდენცია უფრო გამწვავდა XVI საუკუნის მიწურულს იაპონიის მიერ განხორციელებული შეტაკებებით. ამავე დროს, მთავრობა იღებს მკვეთრ გადაწყვეტილებებს საბრძოლო სულისკვეთების ასამაღლებლად და საბრძოლო ხელოვნებების გასავითარებლად. ამ ზომების შედეგი გახდა წიგნის გამოშვება — „მუიედობოტონჯი“ (무예도보통지), რომელშიც აღწერილია იმ დროის საბრძოლო ხელოვნება. ამ წიგნის მეოთხე ტომის მთავარი თემაა „საბრძოლო ტექნიკა“, შეიცავდა 38 სურათს, რომელიც გვახსენებს დღევანდელი ტაიკვანდოს მოძრაობებს.

მაგრამ, მიუხედავად ამისა ამ ზომებმა ვერ ააცილეს ისინი იაპონელების თავდასხმას, რომლებსაც სურდათ ტრადიციული კორეული საბრძოლო ხელოვნების აღმოფხვრა. ასეთ პირობებში „სუბაკის“ (수박) და „ტეიკიეონის“ ვარჯიში მხოლოდ საიდუმლოდ იყო შესაძლებელი, მითუმეტეს კორეული საბრძლო ხელოვნების მცოდნეებს უმრავლესობა წაყვანილი ჰყავდათ იაპონიაში, ოსტატების ნახევარი კი ჩინეთში გაიქცა. ყველა ამ ფაქტორმა იმოქმედა ტაიკვანდოს განვითარებაზე ჩვენს დღეებში.

ტაიკვანდოს თანამედროვე ისტორია 1966 წელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1945 წლის 15 აგვისტოს, ყვეყნის განთავისუფლებისას, კორეული საბრძოლო ხელოვნება განვითარების ახალ ფაზაში გადადის. სწორედ ამ პერიოდში ჩნდება სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნების სკოლები. თავიდან ამ სკოლების ძირითად მიმართულებას წარმოადგენდა დანსუდო, თანაც ამ სკოლების დამაარსებლებზე დიდად მოქმედებდა ჩინური და იაპონური ხელოვნება. იმ დროის ყველა ოსტატს აერთიანებდა მხოლოდ ერთი — იმის გააზრება, რომ ყოველი კორეული საბრძოლო ხელოვნების ტრადიცია უნდა გაერთიანებულიყო (სუბაკი, ტეიკიეონი და ა.შ).

კორეულმა ომმა შეიტანა თავისი შესწორებები კორეული საბრძოლო ხელოვნებების გაერთიანების გეგმებში, მიუხედავად ამისა შექმნილი იყო კორეის ასოციაცია კონგსუდო (공수도). აზრთა სხვადასხვაობის გამო ამ ასოციაციის ზოგიერთმა წევრმა დატოვა იგი და შექმნა საკუთარი ასოციაცია — კორეის დანგსუდო (당수도), რომელიც შემდგომ ოფიციალურად იყო შესული კორეის სპორტის მოყვარულთა ასოციაციაში.

ამ დროს, ერთ-ერთი დანგსუდო (당수도) სკოლის დამაარსებელი ჩოი ჰონ ხი, სამხრეთ კორეის გენერლად მყოფი კორეის პრეზიდენტის ლი სინ მანის მხარდაჭერით სარგებლობს, და 1955 წელს ჯარისკაცთა გადამზადების პროგრამაში რთავს საბრძოლო ხელოვნების თავისებურ სტილს. ასევე იგი ხვდებოდა, რომ არ შეიძლებოდა ჩინური ან იაპონური საბრძოლო ხელოვნებების სახელწოდებათა გამოყენება (დანგსუდო — ტაივანური ან ჩინური მუშტი, კონგსუდო — კარატეს კორეული სახელწოდება), ამიტომ მის მიერ ჯარისკაცებისთვის წარდგენილ საბრძოლო ხელოვნებას მან ტაიკვანდო უწოდა. და 1959 წელს ტაიკვანდოს ასოციაციის შექმნან შეცვალა დანსუდოს (당수도) ასოციაცია. თუმცა ასეთი სახით არსებობა დიდხანს ვერ შეძლო. გენერალმა ჩოიმ პრეზიდენტის მხარდაჭერა 1960 წელს დაკარგა. ამით ისარგებლეს სკოლის ლიდერებმა, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ სახელწოდება ტაიკვანდოს. მაგრამ, მიუხედავად ამისა მათ გამოიყენეს ჩოი ჰონ ხის იდეა იგვარად, რომ სახელწოდებას უნდა გამოეხატა კორეული ტრადიციები. დაფუძნებული იქნა ასოციაცია კორეის სუბაკდო.

კორეის სპორტის მოყვარულთა ასოციაციას ერთი სახის სპორტისთვის მხოლოდ ერთი ასოციაციის აკრედიტაცია შეეძლო მოეხდინა, ამიტომ კორეის განათლების სამინისტრომ და ასოციაციამ ერთობლივი კრება ჩაატარეს, რომელზეც მიიღეს გადაწყვეტილება ასოციაციები გააერთიანებინათ. და რაღქმაუნდა მთავარ საკამათო თემას ასოციაციის სახელი წარმოადგენდა. მათ გადაწყვიტეს შეეერთებინათ ორი სახელწოდება, რის შედეგადაც მიიღეს ახალი ასოციაცია ტაისუდო (태수도).

კორეის საბრძოლო ხელოვნების და სპორტის განვითარებაში დიდი წვლილისთვის გენერალი ჩოი ჰონ ხი დანიშნეს ასოციაცია ტაისუდოს (태수도) მესამე პრეზიდენტად. გენერალი მთელი თავისი ძალით ცდილობდა დაებდრუნებინა ასოციაციისთის პირვანდელი სახელი ტაიკვანდო, და 1965 წელს მან ეს შეძლო. სახელის დაბრუნების შემდეგ გენერალმა შესწირა თავისი ადგილი ასოციაციაში (KTA — Korea Taekwondo Association). უახლოეს მომავალში 1966 წელს მის მიერ დაფუძნებული იყო ტაიკვანდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITF — International Taekwondo Federation). იმ მომენტიდან ტაიკვანდოს განვითარებაზე ზრუნავს ურთიერთდამოუკიდებელი ორი ასოციაცია: ტაიკვანდოს საერთაშორისო ფედერაცია და კორეის ტაიკვანდოს ასოციაცია (რომლის მუშაობითაც იყო შექმნილი ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაცია).

ტაიკვანდოს ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Taekwondo-stamp.jpg

კორეის ტაიკვანდოს ასოციაციის შემდეგ, მიღებული იყო გადაწყვეტილება ტაიკვანდოს ცენტრის აშენებასთან დაკავშირებით, რომელმაც მიიღო სახელწოდება „გუგკივონ“ (국기원) და აშებენებული იყო 1972 წელს. და უკვე 1973 წელს „გუგკივონმა“ (국기원) მიიღო პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, მანდვე კორეის გარეთ შექმნილი იყო ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაცია (WTF — World Taekwondo Federation)[6].

ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაციამ თავისი არსებობის მოკლე ვადაში შეძლო საკმაოდ კარგი შედეგისთვის მიეღწია.[7].

ტაიკვანდოს ისტორია (ტსფ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაიკვონდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITF) დაარსდა 22 მარტს 1966 წელს ქალაქ სეულში (სამხრეთი კორეა).

ტაიკვანდოს ისტორია (ტგფ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაიკვანდოს გლობალური ფედერაცია (GTF) დაარსდა გრანდ მასტერ Jung Tae Park-ის მიერ 1990 წელს.

ტაიკვანდო (ტმფ)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაცია, ტმფ (ინგლ. World Taekwondo Federation, WTF) დაარსდა 28 მაისი 1973 წელი, ჩეონ ჯონგვონი — მისი მოქმედი პრეზიდენტი. ტაიკვანდოს მსოფლიო ფედერაცია სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ასოციაციების წევრია, ისეთების როგორიცაა საუნივერსიტეტო სპორტის საერთაშორისო ფედერაცია (FISU), სამხედრო სპორტის საერთაშორისო საბჭო (CISM) და სხვ.

ტაიკვანდოს ქამრების სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Dobok- ITF.jpg
Tkdkidstretching.jpg
Proteccionestkd.JPG

ტაიკვანდოს ქამრები პირობითად „ფერადებზეა“ დაყოფილი (რომელთაც განეკუთვნება თეთრიც) და „შავზე“. ფერადებს განეკუთვნება 10 „გეუბი“ (კორეულიდან 급 — დონე) 1-დან 10-მდე. რეგიონალურ ფედერაციაზეა დამოკიდებული შესაძლებელია ქამრის ფერი და მისი შესაბამისი დონე განსხვავდებოდეს, მაგრამ ზოგადად დაფუძნებულია შემდეგ კლასიფიკაციაზე:

  • 10 გეუბ — თეთრი ქამარი
  • 9  — თეთრ-ყვითელი ქამარი (ან თეთრი ქამარი ყვითელი ხაზით)
  • 8  — ყვითელი ქამარი
  • 7  — ყვითელ-მწვანე ქამარი (ან ყვითელი ქამარი მწვანე ხაზით)
  • 6  — მწვანე ქამარი
  • 5  — ლურჯ-მწვანე ქამარი (ან მწვანე ქამარი ლურჯი ხაზით)
  • 4  — ლურჯი ქამარი
  • 3 — წითელ-ლურჯი ქამარი (ან ლურჯი ქამარი წიტელი ხაზით)
  • 2  — წითელი ქამარი
  • 1  — წითელი ქამარი (ან ყავისფერი ქამარი, არ უნდა შეგეშალოთ წითელ-შავ ქამარში „ფჰუმ“, რომელიც ტმფ-ში შეესაბამება შავ ქამარს და გამოიყენება 15 წელს არ მიღწეული მებრძოლით)

ფერადი ქამრების შემდეგ მოდის შავები, მაგრამ 15 წელს მიღწეულ ტაიკვონდისტებს არ აქვთ მისი ტარების უფლება, ამიტომ ისინი ატარებენ „ფჰუმს“ — წითელ-შავი ქამარი, 15 წელს მისულის ფჰუმი უტოლდება დანს. შავ ქამრებს საკუთარი დონეები გააჩნია — დანები. ტაიკვანდოში 9 დანია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Энциклопедия Таеквондо», Чхве Хон Хи 1988 г., перевод на русский язык 1993
  2. 태권도 역사 (История тхэквондо). 국기원: 세계태권도 본부.
  3. 31 신라의 화랑도 VS 고구려의 조의선인.
  4. 28 고려시대 맨손무예. 국기원: 세계태권도 본부.
  5. Taekwondo in the Middle Ages. WTF World Taekwondo Federation.
  6. 태권도의 역사와 미래 국기원 중심입니다. 국기원: 세계태권도 본부.
  7. Members of The World Taekwondo Federation. World Taekwondo Federation.