წიწაკა
იერსახე
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/7/78/Capsicum_Malaysia.jpg/250px-Capsicum_Malaysia.jpg)
![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/32/Thai_peppers.jpg/250px-Thai_peppers.jpg)
წიწაკა (Capsicum) — მცენარეთა გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბუჩქბალახი, კულტურაში ერთწლოვანი ბოსტნის მცენარეა. აქვს განტოტვილი, 30-130 სმ სიმაღლის ღერო.
მარტივი მოგრძო ან მოკლეყუნწიანი ფოთოლი. ნაყოფი ცრუ კენკრაა. კულტურაში გვხვდება წიწაკის 4 სახეობა, რომელთაგან ევრაზიაში ფართოდაა გავრცელებული მექსიკური წიწაკა (Capsicum annuum).
განასხვავებენ წიწაკის მწარე და ტკბილ ჯიშებს. მწარეს იყენებენ საკაზმ-სანელებლად, ტკბილს — საკონსერვო და კულინარულ წარმოებაში. საქართველოში გვხვდება ქუთაისური და სხვა ადგილობრივი ჯიშები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- რობაქიძე თ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 335.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]![](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/4/4a/Commons-logo.svg/35px-Commons-logo.svg.png)
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: