ტილაბერის რეგიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტილაბერის რეგიონი
ფრანგ. Tillabéri
Boubon2.jpg
ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
ადმ. ცენტრი Tillabéri
ფართობი 97 251 კმ²
მოსახლეობა 2 722 482 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 27,99 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი [[UTCUTC+1]]
Tillaberi in Niger.svg

ტილაბერის რეგიონი (ფრანგ. Tillabéri) — ნიგერის რეგიონი, რომლის ფართობია 97 251 კმ², ხოლო 2012 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 2 722 482 ადამიანს.[1] მოსახლეობის სიმჭიდროვე — 27,99 ად./კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტილაბერი.

ტილაბერის რეგიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ქვეყნის დედაქალაქი — ნიამეი, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტილაბერის რეგიონი მდებარეობს ნიგერის სამხრეთ-დასავლეთში. მისგან ჩრდილოეთით გადის ნიგერის სახელმწიფო საზღვარი მალისთან, დასავლეთით — ბურკინა-ფასოსთან, ხოლო სამხრეთ-დასავლეთით — ბენინთან. ტილაბერის რეგიონიდან აღმოსავლეთით მდებარეობს ნიგერის ტაჰუის რეგიონი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — დოსოს რეგიონი.

ტილაბერის რეგიონში მიედინება მდინარე ნიგერი და მისი შენაკადები გორუოლი, ინ-ატესი, სირბა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტილაბერის რეგიონის დეპარტამენტები.

ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 6 დეპარტამენტად და 1 მუნიციპალიტეტად (ქალაქი ტილაბერი).[2]

ფილინგის დეპარტამენტი (Filingué):

  • ფართობი: 26 217 კმ²
  • მოსახლეობა: 553,127 ად. (2011 წელი)

კოლოს დეპარტამენტი (Kollo):

  • ფართობი: 10 002 კმ²
  • მოსახლეობა: 443,371 ად. (2011 წელი)

უალამის დეპარტამენტი (Ouallam):

  • ფართობი: 22 093 კმ²
  • მოსახლეობა: 383,632 ად. (2011 წელი)

საის დეპარტამენტი (Say):

  • ფართობი: 14 430 კმ²
  • მოსახლეობა: 316,439 ად. (2011 წელი)

ტერის დეპარტამენტი (Téra):

  • ფართობი: 15 794 კმ²
  • მოსახლეობა: 579,658 ად. (2011 წელი)

ტილაბერის დეპარტამენტი (Tillabéri):

  • ფართობი: 8715 კმ²
  • მოსახლეობა: 295,898 ად. (2011 წელი)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Niger: Regions, Major Cities & Urban Centers — Statistics & Maps on City Population. Citypopulation.de. წაკითხვის თარიღი: 25 April 2014.
  2. Institut National de la Statistique du Niger: Annuaire statistique des cinquante ans d’indépendance du Niger, p.49