კაუარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კაუარი
ფრანგ. Kaouar
კოორდინატები: 18°54′ ჩ. გ. 12°54′ ა. გ. / 18.900° ჩ. გ. 12.900° ა. გ. / 18.900; 12.900
ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი

კაუარი (ფრანგ. Kaouar) — ოაზისი 150 კმ-ში ნიგერის ჩრდილო-აღმოსავლეთში. წარმოადგენს ციცაბო ადგილს. ადგილის ყველაზე უფრო მაღალი წერტილი მდებარეობს ზღვის დონიდან 576 მეტრ სიმაღლეზე და მას ჰქვია ზუმრის პიკი. კაუარის ოაზისები გარშემორტყმულია ტენერეს უდაბნოთი. მდებარეობს აგადესის რეგიონის ბილმის დეპარტამენტის სამხრეთით.

კაუარის ოაზისებში მდებარეობს ათი ოაზისი, რომელთაგან ყველაზე უფრო დიდებში მდებარეობენ დასახლებული პუნქტები: ბილმა, დირკუ, ანეი და სეგედინი.[1] წყლის წყაროების არსებობის გამო კაუარის ოაზისები ყოველთვის იყო მთავარი გასაჩერებელი ადგილი საჰარის უდაბნოს მარშრუტებზე, როგორც ძველად, ისევე დღესაც. შუა საუკუნეებში ისინი იყვნენ ფინიკის და სუფრის მარილის წარმოების მთავარი ადგილები, რის გამოც ეს ადგილები იყო მომთაბარეების, ტუარეგების და კანემის იმპერიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ.

აქ არსებობს რამდენიმე ტბა: აიამა, ელკი-გერნამა, ბარარა დაკალალა.

კაუარის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს ტუბუს ხალხი, რომლებიც ირჩევენ კაუარის სულთანს — თავიანთ ტრადიციულ მმართველს, რომლის რეზიდენცია მდებარეობს ანეიში.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Historical Dictionary of the Niger 1997.