შინაარსზე გადასვლა

საყვირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ საყვირი (მრავალმნიშვნელოვანი).

საყვირი — მაღალი რეგისტრის საორკესტრო და სოლო სასულე მუსიკალური საკრავი. შედგება ცილინდრული მილისაგან, რომელსაც კონუსური ფორმის ბოლო აქვს. მილის დიამეტრი 11 მმ, არხის სიგრძე დაახლოებით 1500 მმ-ს აღწევს. უვენტილო საყვირზე XVII საუკუნეში უკრავდნენ საოპერო ორკესტრში. 1816 წელს შეიქმნა ქრომატული ბგერათრიგის მქონე საყვირი ტუმბოიანი სავენტილო მექანიზმით, 1828—1832 წლებში — ცილინდრული ვენტილიანი მექანიზმით. მალე ისინი სრულიად განდევნა უვენტილო საყვირმა. არსებობს მცირე, ალტის, ბანის საყვირები. საქართველოში გვხვდება IX საუკუნიდან (ბუკი).