მუსიკა
მუსიკა (ბერძ. μουσική musike) — ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს მუსიკალური მხატვრული ფორმებით და აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.
მუსიკალური სახეების ხორცშესხმის საშუალებაა განსაზღვრული წესით ორგანიზებული მუსიკალური ბგერები. მუსიკის ძირითადი ელემენტები და გამოხატვის საშუალებებია: რიტმი, მეტრი, ტემპი, დინამიკა, ტემბრი, მელოდია, ჰარმონია, პოლიფონია. მუსიკა ფიქსირდება სანოტო ჩაწერით და ხორციელდება შესრულების პროცესში. შესრულების საშუალებების შესაბამისად მუსიკას ყოფენ: ვოკალურ, ინსტრუმენტულ და ვოკალურ–ინსტრუმენტულ სახეებად. მუსიკა ხშირად თანმხლებია ხელოვნების სხვა დარგებისა: ქორეოგრაფია, თეატრალური ხელოვნება, კინო. განასხვავებენ ერთხმიან (მონოდია) და მრავალხმიან (ჰომოფონია, პოლიფონია, ჰეტეროფონია) მუსიკას.
ანტიკური და თანამედროვე ცივილიზაციის ხალხმა საკუთარი მუსიკალური სისტემები განავითარეს. თითოეული კულტურის, ხალხის ხასიათის თავისებურებები ვლინდება მის მუსიკაში. ხალხური შემოქმედების საფუძველზე საზოგადოების განვითარების კანონზომიერებების შესაბამისად ვითარდება პროფესიული მუსიკა, ჩნდება სხვადასხვა სტილი, სკოლები, მიმდინარეობები. მუსიკისათვის დამახასიათებელია მდგრადი ტიპური სტრუქტურები, რომლებიც გამოხატავენ კონკრეტული ეპოქის მუსიკალური აზროვნების თავისებურებებს.
სექციების სია
მუსიკის სტილი და ჟანრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბლუზი — ელექტრონული მუსიკა — ვესტერნი — კამერული მუსიკა — კლასიკური მუსიკა — კომიკური ოპერა — მარში — ოპერა — ოპერეტა — პანკი — პასტორალი — პოპ–მუსიკა — რაფსოდია — რეგი — რეპი — როკ–მუსიკა — მეტალი — საესტრადო მუსიკა — სერენადა — სიმფონიური მუსიკა — სიმფონია — სიმღერა — სიუიტა — სონატა — სოული — ტანგო — ქანთრი — ხალხური მუსიკა — შანსონი - ჯაზი — ჰეროიკული ოპერა — ჰიმნი
მუსიკის ზოგადი ტერმინები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აკუსტიკა – ბგერა – ბემოლი – გამა – დიეზი – დინამიკა - ინტერვალი – მელოდია - მეტრი - მუსიკალური სკალა – ნოტი - პაუზა - პოლიფონია - რიტმი - სმენა – ტემბრი - ტემპი - ტონალობა – ხმა – ჰარმონია
- a cappella - accelerando - adagio - allegretto - allegro - allentando - andante - andantino - appassionato - appoggiatura - continuo - crescendo - diminuendo - dolce- forte - fortissimo - glissando - largo - larghetto - metronome - obbligato - orchestra - ostinato - piano - pianissimo - pizicatto - presto - prestissimo - ralantando - sostenuto - staccato
- ბანი - ბარიტონი - ტენორი - კონტრალტო – მეცო-სოპრანო - სოპრანო
მუსიკალური საკრავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დასარტყმელი საკრავები - ელექტრონული საკრავები - კლავიშებიანი საკრავები - სასულე საკრავები – სიმებიანი საკრავები – ხემიანი საკრავები
სხვადასხვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მუსიკის დარგის მოღვაწეები
მუსიკალური კოლექტივები
ეროვნული მუსიკა
იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|