ქედის ტოტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქედის ტოტი. ტატრები

ქედის ტოტი — მთაგრეხილიდან გამოყოფილი მეორე რიგის განსხვავებული მიმართულების ქედი. წარმოადგენს ქედის შედარებით მოკლე და ვიწრო განტოტებას. გამოეყოფა მსხვილ მთათა ჯაჭვს და დაბლდება მის პერიფერიისკენ; მეორე თანრიგის ქედია. ზოგჯერ წყალგამყოფია. წარმოიქმნება ძირითადი ქედის ეროზიული დანაწევრების ან ვირგაციის შედეგად. ზოგიერთი ქედის ტოტი წარმოიქმნება ადგილობრივი ნეოტექტონიკური აზევებების ხარჯზე. მაგალითად, საქართველოში არსებული კახეთის კავკასიონის განშტოებებიდან აღსანიშნავია ანდარაზანის ქედი, კახეთის ქედი, ნაქერალის ქედი, სპეროზის ქედი და სხვა. რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის მსხვილ სამხრეთ განშტოებას წარმოადგენს მაგალითად ლეჩხუმის ქედი. ქედის ტოტი არსებობს მრავალ მსხვილ მთათა ჯაჭვში. შემოსილია მცენარეულობით, მდელოებით; ხშირად მასზე წარმოდგენილია რელიეფის ფორმები და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Геоморфологический словарь-справочник., Составитель Л. М. Ахромеев. Брянск, 2002.