ხმელთაშუაზღვისპირული რასა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ხმელთაშუაზღვისპირული რასა — ანთროპოლოგიური ტიპების გარკვეული ჯგუფი, რომლებიც შეადგენენ ინდოხმელთაშუაზღვისპირულ ანუ სამხრეთევროპულ რასას. გავრცელებულია პირენეს ნახევარკუნძულის, სამხრეთ საფრანგეთის, აპენინის ნახევარკუნძულის, ნაწილობრივ საბერძნეთის, ჩრდილოეთ აფრიკის, სიცილიის, სარდინიის, კორსიკისა და ბალეარის კუნძულების მოსახლეობაში. მისთვის დამახასიათებელია დოლიქოკეფალია, ვიწრო და მაღალი სახე, ვიწრო და სწორი ცხვირი, მუქი ფერის თმა და თვალები, ხორბლისფერი კანი და სხვა. ქართველი ანთროპოლოგები ხმელთაშუაზღვისპირულ რასას მიაკუთვნებენ პონტოური ტიპის წარმომადგენლებსაც: ადიღელებს, ჩერქეზებს და ნაწილობრივ ყაბარდოელებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბდუშელიშვილი მ., ქსე, ტ. 11, გვ.490-491, თბ., 1987