არწივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „არწივი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არწივი (მრავალმნიშვნელოვანი).
არწივი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ქორისნაირნი
ოჯახი: ქორისებრნი
გვარი: არწივი
ლათინური სახელი
Aquila (Brisson, 1760)
საქართველოში გავრცელებული არწივები.

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 175406
NCBI 8960
EOL 20307
FW 94488

არწივი (ლათ. Aquila) — ფრინველების გვარი ქორისნაირთა რიგისა.[1] სხეულის წონა 6 კგ-მდეა (მთის არწივი), ფრთების შლილი 2–2,5 მ-მდე. თითები ბუმბულით შემოსილია გალომდე. გარეთა და შუა თითების ბრჭაყელი ძლიერ განვითარებულია, ფრთები — გრძელი და განიერი, ბოლო — მომრგვალებული. მამალი და დედალი ერთნაირი შეფერილობისაა. ცნობილია 14 სახეობა.[1] გავრცელებულია ევრაზიაში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ცხოვრობს ტყეებში, ველებზე, ნახევრად უდაბნოებში, უდაბნოებში, მთამაღალზე. ბუდეს იკეთებს ხეებზე, კლდეებზე ან მიწაზე. დებს 1–3 კვერცხს, კრუხობა გრძელდება 40–45 დღეს. იკვებებიან პატარა და საშუალო ზომის ხერხემლიანი ცხოველებით, ზოგჯერ მძორითაც. ყველა არწივი (გარდა მთის და ქორისებრი არწივისა) სასარგებლოა, ვინაიდან ანადგურებს მავნე მღრღნელებს. შუა აზიაში მთის არწივს ათვინიერებენ და სანადიროდ იყენებენ. საქართველოში გვხვდება არწივის 6 სახეობა: მცირე არწივი, მყივანი არწივი, ბეგობის არწივი, ველის არწივი, მ. შ. არის როგორც მობინადრე, ისე მიმომფრენი სახეობები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]