შინაარსზე გადასვლა

კოტონუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
კოტონუ
ფრანგ. Cotonou
დროშა გერბი

ქვეყანა ბენინის დროშა ბენინი
დეპარტამენტი (ბენინი)|ბენინის დეპარტამენტები|დეპარტამენტი ლიტორალი
კოორდინატები 6°22′00″ ჩ. გ. 2°25′00″ ა. გ. / 6.36667° ჩ. გ. 2.41667° ა. გ. / 6.36667; 2.41667
ქალაქის მერი ლუკ ატროკპო
ფართობი 79,0 კმ²
ცენტრის სიმაღლე 51
ოფიციალური ენა ფრანგული ენა
მოსახლეობა 679 012[1] კაცი (2013)
სიმჭიდროვე 8595,1 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1
სატელეფონო კოდი 21
ოფიციალური საიტი https://cotonou.mairie.bj/
კოტონუ — ბენინი
კოტონუ

კოტონუ (ფრანგ. Cotonou) — ბენინის ფინანსური დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი. ლიტორალის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. ოფიციალური მონაცემებით 2013 წლის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 679 012 ადამიანს, მაგრამ ზოგიერთი წინასწარი გათვლები აჩვენებენ, რომ ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა შეიძლება აღწევდეს 1,2 მილიონ ადამიანს. მოსახლეობის რაოდენობა 1960 წელს შეადგენდა 70 000 ადამიანს. ქალაქის ტერიტორია აგრძელებს გაფართოებას, განსაკუთრებით დასავლეთის მიმართულებით. ქალაქი მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ატლანტის ოკეანესა და ნოკუეს ტბას შორის.

იმის გარდა, რომ კოტონუ მოსახლეობის რაოდენობის მხრივ ბენინის ყველაზე უფრო დიდი ქალაქია, იქ იმყოფება ქვეყნის მთავრობა დიპლომატიური სამსახურები. ასე, რომ კოტონუ ფაქტიურად არის დედაქალაქი, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სახელმწიფო დედაქალაქია პორტო-ნოვო. კოტონუ ყველაზე უფრო მეტად ცნობილია, როგორც მთავარი ნავსადგური (კოტონუს ავტონომიური ნავსადგურის გამო), ასევე არსებობს აეროპორტი (კაჯეჰუნი) და პარაკუში მიმავალი რკინიგზა.

  • 1979 წ.: 320 348 (აღწერა)
  • 1992 წ.: 536 827 (აღწერა)
  • 2002 წ.: 665 100 (აღწერა)
  • 2013 წ.: 679 012 (აღწერა)

ღირსშესანიშნაობები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ კოტონუს ძირითადი ღირსშესანიშნაობებია: კოტონუს სტადიონი, კოტონუს ტაძარი, ცენტრალური მეჩეთი და 20 ჰექტარი ფართობის დანტოკპას (ფრანგ. Dantokpa) ბაზარი, რომელიც მოიცავს ფეტიშის ბაზარს და აქვს კომერციული ბრუნვა დღე-ღამეში მილიარდ აფრიკულ ფრანკზე მეტი.

კოტონუში მდებარეობს ბენინის ეროვნული უნივერსიტეტი. ქალაქის მეორე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა — მოტოციკლი-ტაქსი, რომელსაც ქვია Zémidjans.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. The population of Benin. City Population. ციტირების თარიღი: 2014-08-22