წყალდიდობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ეს სტატია სტიქიურ უბედურებას ეხება. წყლის რეჟიმის ფაზის შესახებ იხილეთ წყალდიდობა (წყლის რეჟიმი).
წყალდიდობა ფლორიდაში, აშშ, 2005 წელს

წყალდიდობა — წყლის დონის უეცარი მატება, განპირობებული თავსხმა წვიმებით ან თოვლის ინტენსიური დნობით. წყალდიდობა ძნელადპროგნოზირებადი მოვლენაა

მდინარეთა წყალდიდობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდინარეთა წყალდიდობა ოთხი ტიპისაა, რომლებიც ერთმანეთისაგან განმეორების სიხშირით, მასშტაბით და მიყენებული ზიანის ოდენობით განსხვავდებიან. ესენია:

უმნიშვნელო წყალდიდობა დამახასიათებელია ვაკის მდინარეებისათვის, აღინიშნება 5-10 წელიწადში ერთხელ. წყალდიდობისას იფარება მდინარის მიმდებარე ტერიტორიის 1/10, არ იწვევს მნიშვნელოვან მატერიალურ ზარალს და არ არღვევს ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს.

მნიშვნელოვანი წყალდიდობა დამახასიათებელია როგორც ვაკის, ისე მთის მდინარეებისათვის, აღინიშნება 20-25 წელიწადში ერთხელ. წყალდიდობისას იფარება მდინარის ხეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. იწვევს არსებით მატერიალურ ზარალს, მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ევაკუაციას და ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლას.

მასშტაბური წყალდიდობა მოიცავს მდინარის მთელ აუზს, აღინიშნება 50-100 წელიწადში ერთხელ. ხშირ შემთხვევაში თითქმის მთლიანად იფარება მდინარის მიმდებარე ტერიტორია, დასახლებული პუნქტები. იწვევს დიდ მატერიალურ ზარალს, მკვეთრად ცვლის ადამიანთა ყოფა-ცხოვრებასა და სამეურნეო საქმიანობას, მოითხოვს მოსახლეობისა და მატერიალური ფასეულობების ევაკუაციას.

კატასტროფული წყალდიდობა — იტბორება უზარმაზარი ტერიტორიები, მთლიანად, პარალიზებულია ადმიანის საქმიანობა. მოიცავს არაერთი მდინარის აუზს, აღინიშნება 100-200 წელიწადში ერთხელ ან უფრო იშვიათად. ამგვარი წყალდიდობა იწვევს ადამიანთა მსხვერპლს, უდიდეს მატერიალურ ზარალს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • O'Connor, Jim E. and John E. Costa. (2004). The World's Largest Floods, Past and Present: Their Causes and Magnitudes [Circular 1254]. ვაშინგტონი: U.S. Department of the Interior, U.S. Geological Survey.
  • Thompson, M.T. (1964). Historical Floods in New England [Geological Survey Water-Supply Paper 1779-M]. Washington, D.C.:[United States Government Printing Office.
  • Powell, W. Gabe. 2009. Identifying Land Use/Land Cover (LULC) Using National Agriculture Imagery Program (NAIP) Data as a Hydrologic Model Input for Local Flood Plain Management. Applied Research Project. Texas State University–San Marcos დაარქივებული 2012-03-05 საიტზე Wayback Machine.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]