რეგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რეგი — იამაიკური მუსიკალური ჟანრი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960-იან წლებში ამერიკული მუსიკალური მიმდინარეობების სოულის, ქანთრის, R&B-ის და ჯაზის ზეგავლენით, რომელსაც იამაიკაში რადიოს საშუალები იჭერდნენ, მენტოს (Mento), სკას (Ska) და როკსტედის (Rocksteady)-გან წარმოიშვა რეგი, რომელიც ერთ–ერთ მნიშვნელოვან მუსიკალურ მიმდევრობად განვითარდა. სახელ რეგი („Reggae“) წარმოშობა უცნობია. პირველად სიტყვა რეგი Toots and the Maytals-მა მოიხსენია „Do the Reggay“ -ში (1968), მაგრამ პირველ რეგი სიმღერად ითვლება Lee 'Scratch' Perry-ის „People Funny Boy“ (1968). 1968 წელს Desmond Dekke-ის მიერ შესრულებული „The Israelites“ იქცა რეგის პირველ ჰიტად, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა ბრიტანულ და გერმანულ ჩარტში.

რეგი რასტაფართან, რელიგიურ მიმდევრობასთან, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ უცნობი იყო, დააკავშირა იამაიკელმა მუსიკოსმა და ეროვნულმა გმირმა ბობ მარლიმ.

1970-იანი წლების რეგის ხშირად „რუტს რეგის“ უწოდებენ, რომელიც, სავარაუდოდ, წარმოიშვა სკისა და როკსტედის, ან თავდაპირველი პოპ-რეგისაგან, რომელიც ძირითადად დიდ ბრიტანეთში იყო გავრცელებული.

დღესდღეობით არსებობს რეგის ბევრი მიმდინარეობა, მათ შორის აღსანიშნავია დაბი.

თანამედრო რეგი მიმდევრობა, როგორიცაა რაგა, ხშირად მოიხსენიება როგორც დანსჰოლი. ეს ხშირ შემთხვევაში გაუგებრობას იწვევს, რადგან დანსჰოლი გარკვეულ მუსიკალურ მიმდევრობას კი არ წარმოადგენს, არამედ რამდენიმეს ერთდროულად, რომელსაც დღეისათვის იამაიკურ საცეკვაო დარბაზებში („Dancehalls“) უკრავენ.

ტექსტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იამაიკაში მღერიან ძირითადად პათოის (Patois) ენაზე.

ტექსტები ეხება უმთავრესად სოციალურ პრობლემებს, ასევე ხშირად გვხვდება სიყვარულის, მშვიდობის და ერთიანობის შესახებ(love, peace & unity), საკმაოდ პოპულარულია თემა „მარიხუანა“.

დანსჰოლის ტექსტები, სხვა რეგი მიმდევრობებისგან განსხვავებით, ძალიან წააგავს ჰიპ-ჰოპისას.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიპიური ანუ კლასიკური რეგი ბენდის მუსიკალურ აღჭურვილობას წარმოადგენს კლავიშები, ელექტრო გიტარა, ელექტრო ბასგიტარა და დასარტყამი ინსტრუმენტი, ასევე გვხვდება სხვადასხვა ჩასაბერი ინსტრუმენტები.

თანამდერო რეგიში (როგორებიცა რაგა, დანსჰოლი, რეგატონი) გამოიყენებენ ასევე ელექტრო-კომპიუტერულ მუსიკას და Samplern-ს.

რეგის სხვადასხვა მუსიკალური მიმართულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ცნობილი მუსიკოსები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართული და პოსტ-საბჭოური შემსრულებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქართველი შემსრულებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსი შემსრულებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 5nizza, Jah Division, Ольга Арефьева, Ковчег, Борис Гребенщиков, Республика Jah, Каникулы Банифация, СОК, Рома В.П.Р. & Фестиваль всего на свете, Есtectвенныi zaгар

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=რეგი&oldid=4471671“-დან