მიხაკის ხე
იერსახე
მიხაკის ხე | ||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||||
Syzygium aromaticum | ||||||||||||||
|
მიხაკის ხე (ლათ. Syzygium aromaticum, Eugenia caryophyllata) — მარადმწვანე ტროპიკული ხე მირტისებრთა ოჯახისა. მისი სამშობლოა მოლუკის კუნძულები. მოჰყავთ მრავალ ტროპიკულ ქვეყანაში.
მცენარის ყველა ნაწილში ეთერზეთოვანი ჯირკვლებია; ეთეროვან ზეთს (მიხაკის ზეთი) იყენებენ პარფიუმერიასა და მედიცინაში, გამხმარ კოკრებს (მიხაკს) — სუნელ-სანელებლად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 47.