ალი საიბუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ალი საიბუ (ფრანგ. Ali Saïbou; დ. 1940 — გ. 31 ოქტომბერი, 2011) — უმაღლესი სამხედრო საბჭოს თავმჯდომარე (1987-1989), ნაციონალური ორიენტაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე (1989) და ნიგერის პრეზიდენტი 1989-1993 წლებში[1].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წარმოშობით ეკუთვნოდა ჯერმას ეთნიკურ ჯგუფს. ის დაიბადა იმავე სოფელში, სადაც მისი წინამორბედი პრეზიდენტი სეინი კუნჩე. 1954 წელს ის მოეწყო სენეგალში მდებარე სამხედრო სასწავლებელში. სენეგალში მსახურობდა მსროლელთა პოლკში და კამერუნში სამხედრო მოქმედებების დროს დაიჭრა.

1960 წელს ნიგერის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მსახურობდა თავისი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში. იყო 1974 წლის სამხედრო გადატრიალების აქტიური მონაწილე.

1974-1975 წლებში იკავებდა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრის პოსტს. 1987 წელს საიბუ ხელმძღვანელობდა სამხედრო გადატრიალებას, რომლის შედეგადაც დაემხო სეინი კუნჩეს ხელისუფლება.

1987-1989 წლებში ალი საიბუ იკავებდა ჯერ სამხედრო, შემდეგ კი ნაციონალური ორიენტაციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტს. 1989-1993 წლებში ის იყო ნიგერის პრეზიდენტი.

1990-იანი წლების დასაწყისში, სტუდენტური მოძრაობისა და ტუარეგების გავლენით მოიხსნა სამხედრო კანონები, რამაც სერიოზულად დაასუსტა საიბუს პოზიციები. 1993 წელს ჩატარებულ დემოკრატიულ არჩევნებში ალი საიბუ დამარცხდა და პოლიტიკიდან წავიდა. ის ჩაანაცვლა მაჰამანე უსმანემ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ALI SAIBOU. La Présidence de la République du Niger. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-23. ციტირების თარიღი: 2011-12-05.