ნესვის ხე
იერსახე
| ნესვის ხე | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| ||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
| ||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Carica papaya | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
|
IUCN Data Deficient : 20681422 | ||||||||||||||
| ||||||||||||||
ნესვის ხე, პაპაია (ლათ. Carica papaya) — ტროპიკული მცენარე პაპაიასებრთა ოჯახისა. ხისებრი ბალახოვანი მცენარეა. გარეგნულად პალმას წააგავს. მისი ღეროს სიმაღლე 4-8 მ აღწევს. წვერზე ჯგუფად სხედან გრძელყუნწიანი, თათისებრ განკვეთილი დიდი ფოთლები. ნაყოფი ნესვს მოგვაგონებს; მწიფეს ხმარობენ ხილად, მკვახეს — ბოსტნეულად. სწრაფად იზრდება, დიდხანს არ ცოცხლობს, ნიადაგს ნაკლებად ირჩევს, ყინვას ვერ უძლებს.
ცნობილია მხოლოდ კულტურაში, ძირითადად ტროპიკებში როგორც ხეხილი. ტროპიკულ ამერიკასა და აზიაში ველურდება. ნაყოფის რძეწვენისაგან იღებენ ფერმენტ პაპაინს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 395.
