ყურბან-ბაირამი

ყურბან-ბაირამი (ასევე იდ ალ ადჰა - არაბ. عيد الأضحى [ʿīd al-ʾaḍḥā] — „მსხვერპლშეწირვის დღესასწაული“) — ისლამის მეორე ყოველწლიური რელიგიური დღესასწაული, რომელიც რამადანის (გლოვის) თვის დამთავრებიდან 70-ე დღეს იწყება და სამ დღეს გრძელდება.
ყურბან-ბაირამი დაკავშირებული ბიბლიურ ამბავთან — იბრაჰიმის მიერ ღმერთისთვის წმინდა ცხოველის შეწირვასთან. იგი მთელ ისლამურ სამყაროშია გავრცელებული. ამ დღეს ყველა თავისუფლებაში მყოფი, ზრდასრული და მატერიალურად შეძლებული მუსლიმი პირუტყვის სახით მსხვერპლს სწირავს ალლაჰს. სიტყვა ყურბანი მომდინარეობს არაბული სიტყვა „კარაბა“ საგან, რომელიც ნიშნავს დაახლოებას, ღმერთთან დაახლოებას. ყურბანი ნაწილდება სამ ნაწილად: ერთი ნაწილი ოჯახში რჩება, დარჩენილი ორი ნაწილი კი მეზობლებში, ახლო ნათესავებსა და ღარიბებში ნაწილდება. მსხვერპლშეწირვის რიტუალი ტარდება მთვარის კალენდრით თვის მეათე დღეს.
თბილისში ყურბან-ბაირამს სამ დღეს ზეიმობდნენ (აქედან უნდა იყოს გავრცელებული გამოთქმა „ბაირამობა“, ანუ დროსტარება), კლავდნენ ცხვარს ან ძროხას, ხარშავდნენ ფლავს და უმასპინძლდებოდნენ ახლობლებსა და ღარიბ-ღატაკებს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 914, ISBN 99928-20-32-2.