სალუ ჯიბო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სალუ ჯიბო

სალუ ჯიბო (ფრანგ. Salou Djibo დ. 15 აპრილი, 1965) — ნიგერის დედაქალაქ ნიამეის გარნიზონის მეთაური, 2010 წლის 18 თებერვალს განხორციელებული სამხედრო გადატრიალების ორგანიზატორი და მეთაური. ის ხელმძღვანელობდა ხუნტას - დემოკრატიის განახლების უმაღლეს საბჭოს და წარმოადგენდა ნიგერის დე-ფაქტო მეთაურს[1][2][3].

წარმოშობით ჯიბო მიეკუთვნება ჯერმას ეთნიკურ ჯგუფს. სწავლობდა კოტ-დ'ივუარში, მაროკოსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. მსახურობდა გაეროს სამშვიდობო დაჯგუფებებში კოტ-დ'ივუარსა და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში[4]. ჯიბო მეთაურობდა „პირველ სამხედრო ზონას“ და აკონტროლებდა შეიარაღებული ძალების 40%-ს[5].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]