ძაძა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ძაძა
Cowpea flower.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  პარკოსნები
სახეობა:  ძაძა
ლათინური სახელი
Vigna sinensis

ძაძა (ლათ. Vigna sinensis) — ერთწლოვანი მცენარე პარკოსანთა ოჯახისა. აქვს სწორი ან გართხმული ღერო, რომლის სიგრძე 20 — 200 სმ-ს აღწევს, დიდი, სამყურა, გრძელყუნწიანი ფოთოლი, 2 — 8 ყვავილისაგან შეკრებილი ყვავილედი, ნაყოფი — პარკი, შიგ 4 — 10 თესლით, რომელიც შეიცავს 24 — 28% ცილას, 1,5 — 2% ცხიმს.

იყენებენ სასურსათოდ და საკვებად. თესავენ წმინდად ან სიმინდთან და სხვა კულტურებთან ერთად. თესვის ნორმაა 35 — 40 კგ/ჰა. ძაძა გავრცელებულია ჩინეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, გერმანიასა და სხვ. საქართველოში იზრდება ძაძის რამდენიმე ფორმა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ძაძა&oldid=3565061“-დან