ტენერე
| აირის მთებისა და ტენერეს ბუნების ნაკრძალი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| ტიპი | ბუნებრივი |
| კრიტერიუმები | ix, x |
| რეგიონი | აფრიკა |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1991 (მე-15 სესია) |
| ნომერი | 573 |
![]() | |

ტენერე — უდაბნო სამხრეთ-ცენტრალურ საჰარაში. მოიცავს ფართო, ქვიშიან სივრცეს, რომელიც გადაჭიმულია ჩრდილო-აღმოსავლეთ ნიგერიდან ჩადის დასავლეთ ნაწილამდე. ფართობი შეადგენს 400 000 კმ²-ს. დასავლეთით ესაზღვრება აირის მთები, ჩრდილოეთით აჰაგარის მთები, ჩრდილო-დასავლეთით ჯადოს პლატო, აღმოსავლეთით ტიბესტის მთები, სამხრეთით კი ჩადის ტბის აუზი.
უდაბნოს ჰავა ექსტრემელურად ცხელია, პრაქტიკულად არ გვხვდება არანაირი მცენარე. ზაფხულში ტემპერატურა 42 °C-ს აღწევს. ნალექების წლიური რაოდენობა 25 მმ-ს შეადგენს.
სახელწოდება მოდის ტუარეგის ენიდან და ნიშნავს „უდაბნოს".
1991 წელს, აირის მთები და ტენერეს ბუნების ნაკრძალი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 573 ინგლ. • რუს. • ფრ. |
| |||||||
