ყარყატისნაირნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ყარყატისნაირნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ფრინველები
რიგი: ყარყატისნაირნი
ლათინური სახელი
Ciconiiformes (Bonaparte, 1854)

Wikispecies-logo.svg
სისტემატიკა
ვიკისახეობებში

Commons-logo.svg
სურათები
ვიკისაწყობში

ITIS 174770
NCBI 8920
EOL 7981

ყარყატისნაირნი (ლათ. Ciconiiformes) — ფრინველთა რიგი. აერთიანებდა 6 ოჯახს (ყანჩისებრნი, ნავნისკარტასებრნი, ვეშაპთავა ყანჩისებრნი, თავჩაქუჩა ყანჩისებრნი, ყარყატისებრნი (ლაკლაკისებრნი), ივეოსისებრნი (იბისისებრნი)), 49 გვარსა და 118 სახეობას, დღეისთვის — ერთადერთ ოჯახს ყარყატისებრნს.[1]

საქართველოში რამდენიმე სახეობა, მ. შ. ლაკლაკი (Ciconia ciconia) ყარყატი ანუ იშხვარი (Ciconia nigra), რომელიც შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“. ყარყატისნაირნი ბინადრობენ ნოტიო ადგილებში, წყალსატევებისპირა ლერწმებში, ჭაობებში, მხოლოდ ლაკლაკები და ყარყატები ბინადრობენ ველებზე, მდინარების ხეობებსა და ტყეებში. ბუდეს იკეთებენ ხეებზე, სახურავებზე, ლერწმებში, კლდეებში. დებენ 2-3 კვერცხს, მონოგამიურები არიან. ბუდობენ კოლონიებად ან წყვილებად. იკვებებიან სხვადასხვა ცხოველური საკვებით. ყარყატისნაირზე არ ნადირობენ, ზოგი სასარგებლოა მავნე მწერებსა და მღრღნელების განადგურების გამო. ამჟამად „ყარყატისნაირთა“ ნაცვლად იხმარება ლაკლაკისნაირნი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]