ქოლერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქოლერა
ქოლერის ვიბრონი
დარგი infectious diseases, emergency medicine Edit this on Wikidata
კლასიფიცირება და გარე წყაროები
DiseasesDB 29089
ICD-10 A00
ICD-9 001
MedlinePlus 000303
Patient UK ქოლერა
MeSH D002771

ქოლერა (ბერძ. cholera) — ადამიანის მწვავე ინფექციური დაავადება; ახასიათებს ძლიერი ფაღარათი და პირღებინება. იწვევს ქოლერის ვიბრონი. ვიბრონი მრავლდება ტუტე არეში, პროდუქტებზე ძლებს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე. 100°C ტემპერატურაზე მაშინვე იღუპება.

ავადმყოფი

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქოლერა ცნობილია უძველესი დროიდან. მისი ენდემური კერებია ინდოეთი და პაკისტანი. 18171926 ქოლერის 6 პანდემია იყო. XX ს-ის მეორე ნახევრიდან დაიწყო დაავადების მე-7 პანდემია, რომელიც გამოიწვია არა ტიპური (აზიური) ქოლერის ვიბრიონმა, არამედ ბიოტიპმა ელ-ტორმა.

გავრცელება და გავრცელების წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქოლერის წყაროა ავადმყოფი ან ვიბრიონმატარებელი. ადამიანი ავადდება კუჭნაწლავში ვიბრიონით გაბინძურებული წყლისა და საკვების მოხვედრის შედეგად. ქოლერის გავრცელებაში დიდ როლს თამაშობს წყალსატევებში გაუწმენდავი წყლის გაშვება, სასმელად ასეთი წყლის გამოყენება, გაბინძურებულ წყალსატევებში ბანაობა და სხვა. ინკუბაციური პერიოდი მით უფრო ხანმოკლეა, რაც უფრო მძიმეა დაავადების ფორმა და საშუალოდ 2 — 3 დღე-ღამე გრძელდება. ტიპურ შემთხვევაში დაავადება იწყება ინტენსიური წყლისებრი ფაღარათით (30 — 40-ჯერ დღე-ღამეში), რასაც დაერთვის პირღებინება. ორგანიზმის გაუწყლოებისა და მარილების დიდი რაოდენობით დაკარგვის შედეგად ვითარდება ე.წ. ალჰიდური მდგომარეობაწნევა და ტემპერატურა ეცემა, აღინიშნება ციანოზი, ქოშინი, კრუნჩხვები; ავადმყოფს სახე წაწვეტებული აქვს, თვალები და ლოყები ჩაცვენილი. ნელ-ნელა ეკარგება სმენა, ებინდება გონება, უვითარდება კომატოზური მდგომარეობა, რის შედეგადაც ავადმყოფი იღუპება.

მკურნალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპეციალური მარილხსნარების დიდი რაოდენობით შეყვანა; ანტიბიოტიკები.

პროფილაქტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასახლებული ადგილების დასუფთავება, სანიტარული კონტროლი, საზღვრების სანიტარული დაცვა; ეპიდემიურ კერაში — კარანტინი და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]