აგადესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
აგადესი
ფრანგ. Agadez
ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
კოორდინატები 16°58′20″ ჩ. გ. 7°59′27″ ა. გ. / 16.97222° ჩ. გ. 7.99083° ა. გ. / 16.97222; 7.99083
ცენტრის სიმაღლე 520±1 მეტრი
მოსახლეობა 110 497 (2012)
სასაათო სარტყელი UTC+1
აგადესი — ნიგერი
აგადესი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1268
ინგლ.რუს.ფრ.

აგადესი (ფრანგ. Agadez) — ქალაქი ჩრდილოეთ ნიგერში, საჰარის უდაბნოში. აგადესის რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2012 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 110 497 ადამიანს.[1] წარმოადგენს ურანის ტრანსპორტირების ძირითად ცენტრს, რომელიც მოიპოვება რეგიონში. ქალაქში მოქმედებს 1995 წელს მოკლული ტუარეგების ლიდერის მანო დაიაკას სახელობის საერთაშორისო აეროპორტი. ქალაქში ფუნქციონირებს აქლემების ბაზარი.

2013 წელს ქალაქის ისტორიული ცენტრი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი მეჩეთი.

ქალაქი დაარსდა XIII საუკუნეში. მისმა ხელსაყრელმა მდებარეობამ (უმთავრესი სავაჭრო მარშრუტი) განაპირობა მისი სწრაფი განვითარება. დროთა განმავლობაში გახდა ტუარეგების მთავარი ქალაქი. 1449 წლიდან აგადესი სასულთნოს ცენტრია. დაახლოებით 1500 წელს ქალაქი დაიპყრო სონგაის იმპერიამ. ამ პერიოდში ქალაქის მოსახლეობა შეადგენდა 30 000 კაცს და ქალაქი წარმოადგენდა აღმოსავლეთ აფრიკის სავაჭრო გზის ერთ-ერთ უმთავრეს პუნქტს. მაროკოელთა შემოჭრამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ქალაქს, რის შედეგადაც ქალაქის მოსახლეობა შემცირდა სამჯერ.

დაახლოებით 1900 წელს ქალაქი დაიკავეს ფრანგებმა, რომელთა წინააღმდეგ 1916 წელს დაიწყო ამბოხი კაოცენ მოჰამედის ხელმძღვანელობით. XX საუკუნის დასასრულს აგადესი ტუარეგების წინააღმდეგობის ცენტრი გახდა.

2007 წლის აჯანყება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წელს დაწყებული ტუარეგების მეორე აჯანყება შეეხო ქალაქ აგადესსაც, რომელიც ამ ხალხის მთავარი ქალაქია. საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად შემცირდა ტურისტების ნაკადი აშშ-დან და ევროპიდან.

მთელი რეგიონი, ქალაქ აგადესთან ერთად, გამოცხადდა განსაკუთრებული მდგომარეობის ზონად და დაიხურა ჟურნალისტებისათვის და საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისათვის. გზები ქალაქში დაინაღმა.

2009 წელს მხარეებს შორის დამყარდა სამშვიდობო შეთანხმება და საბრძოლო მოქმედებებიც შეწყდა, მაგრამ რეგიონის და მათ შორის ქალაქ აგადესის ინფრასტრუქტურამ მნიშვნელოვანი ზიანი განიცადა.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგადესი მდებარეობს საჰარის უდაბნოში და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცხელი ქალაქია. აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით ჰაერის ტემპერატურის საშუალო მაქსიმუმი დგას +40 °C ნიშნულზე, ზამთარში ცოტა უფრო გრილა.

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქის ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს: დიდი მეჩეთი, კაოცენის სასახლე, რომელშიც ამჟამად ფუნქციონირებს საავადმყოფო და სულთნის სასახლე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]