წინტალები
წინტალები | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | ||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
| ||||||||
ლათინური სახელი | ||||||||
Charadrii | ||||||||
|
წინტალები (Charadrii) — ფრინველთა ქვერიგი მეჭვავიასნაირთა რიგისა. მოიცავს წვრილ-წვრილ და საშუალო ტანის (მასა 20 გ — 1 კგ) 181 სახეობის ფრინველს, რომლებიც გაერთიანებულია 13 ოჯახში (აქედან 2 ამომწყდარია). წინტალებს სხვადასხვა ფორმის ნისკარტი აქვთ, კარგად ფრენენ. წყლისთანა ფრინველებია. საქართველოში ბუდობენ პატარა წინტალა, მსევანი, მებორნე. ზოგი სახეობა მიმოფრენისას გვხვდება. სანადირო ობიექტებია ტყის ქათამი, ჭყინპო, გოჭა ანუ ჭოვილო და სხვა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 330.