გუნდი (მუსიკა)
გუნდი — ვოკალისტთა დიდი ჯგუფი, რომელშიც ერთდროულად მღერიან. გუნდი შეიძლება არსებობდეს ქალთა, მამაკაცთა, ბავშვთა და შერეული. შერეულ გუნდში შეიძლება ერთდროულად მღეროდნენ მამაკაცები და ქალები, ქალები და ბავშვები, მამაკაცები და ბავშვები ან ყველა ერთად.

გუნდი შეიძლება იყოს 1,2,3,4,5 ხმიანი. ხშირად გვხვდება 3-5 ხმიანი გუნდები.
გუნდი ნაწარმოებს ასრულებს ნოტების მიხედვით. შესრულებისას შეიძლება გამოყენებული იყოს აკომპანემენტი, ანუ ინსტრუმენტული თანხლება. შეიძლება სრულდებოდეს თანხლების გარეშეც; ასეთ გუნდს ეწოდება კაპელა.
გუნდის ხელმძღვანელს ლოტბარი, ანუ ქორმეისტერი, იგივე კაპელმეისტერი ეწოდება.