ვარანისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარანისებრნი

ზოლებიანი ვარანი (Varanus salvator)
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Varanidae (Merrem, 1820)

ვარანისებრნი (ლათ. Varanidae) — ქვეწარმავალთა ოჯახი ხვლიკისნაირთა ქვერიგისა. შეიცავს მხოლოდ ერთი გვარის (Varanus) 60-მდე სახეობას,[1] რომლებიც გავრცელებულია აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ, სუბტროპიკულ და ნაწილობრივ ზომიერ სარტყლებში (გარდა მადაგასკარისა). აქვთ გრძელი, ღრმად გაორკაპებული ენა. ბინადრობენ ბუჩქებით დაფარულ ღია ადგილებში, აგრეთვე წყალსატევებთან. ზოგს შეუძლია შვეულ ხეზე ასვლა, ძალიან სწრაფად დარბიან, კარგად ცურავენ. იკვებებიან ცოცხალი საკვებით (წვრილი ძუძუმწოვრები, ფრინველები, გველები, ამფიბიები, უხერხემლოები). ყველაზე დიდია კომოდოს ვარანი (Varanidae komodoensis), რომლის სიგრძე 3,7 მ აღწევს, ხოლო წონა 100 კგ. გავრცელებულია მხოლოდ კუნძულ კომოდოსა და მის მეზობელ 3 პატარა კუნძულზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]