მარაბუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარაბუ

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Leptoptilus

მარაბუ, ადიუტანტი (ლათ. Leptoptilus) — ფრინველთა გვარი ყარყატისნაირთა რიგისა. ცნობილია მარაბუს 3 სახეობა: აფრიკული მარაბუ (Leptoptilus crumeniferus), ინდური მარაბუ (Leptoptilus dubius) და იავური მარაბუ (Leptoptilus javanicus). მარაბუს სხეულის სიგრძე 110-115 სმ აღწევს, ფრთების შლილი — 3 მ-მდე. თავი და კისერი დაფარული აქვთ მეჩხერი ბუმბულით; ზურგი შავი ან რუხია, მუცლის მხარე თეთრი. მარაბუ ბუდობს კოლონიებად ხეებზე ან ჭაობისპირა კლდეებზე. დედალი 2-4 კვერცხს დებს. კრუხობს ორივე მშობელი 1 თვეს. იკვებებიან ლეშით, ყოველგვარი ცხოველური საკვებითა და ნარჩენებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]