ნილო-საჰარული ენები

ნილო-საჰარული ენები — აფრიკის ენების ოჯახი, რომელზეც დაახლოებით 50 მილიონი ადამიანი საუბრობს. მათგან უმეტესობა მდინარეების ნილოსის და შარის ზემოწელში, ისტორიული ნუბიის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ენათა ოჯახი გავრცელებულია 17 ერში.
ნილო-საჰარული ენების ზოგიერთი ჯგუფი თარიღდება ნეოლითის ხანით. აღმოსავლეთსუდანური ენების სავარაუდო ასაკი ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეა.[1]
ოჯახში შემავალი მსხვილი ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
2009 წლის მონაცემებით ნილო-საჰარული ენების ოჯახის ყველაზე ხალხმრავალი წევრებია:
- დოლუო (4.4 მილიონი). დოლუო არის კენიის სიდიდით მესამე ეთნიკური ჯდუფის ლუოს ხალხის სასაუბრო ენა.
- კანური (4.0 მილიონი). კანურები წარმოადგენს ჩადის ტბის უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს.
- სონგაი (3.2 მილიონი). საუბრობენ მდინარე ნიგერის გასწვრივ მცხოვრები ხალხები, ისტორიული სონგაის იმპერიის ენა.
- ტესო (1.9 მილიონი). ახლოს არის მასაის ენასთან.
- ნუბიური (1.7 მილიონი). ნუბიის ენები, გავრცელებულია ძირითადად სამხრეთ ეგვიპტესა და ჩრდილოეთ სუდანში.
- ლუგბარა (1.7 მილიონი). ცენტრალური საჰარის მთავარი ენა.
- კალენჯინი (1.6 მილიონი). გავრცელებულია კენიაში.
- ლანგო (1.5 მილიონი). უგანდის ერთ ერთი უმსხვილესი ენა.
- დინკა (1.4 მილიონი). სამხრეთი სუდანის უმსხვილესი ეთნიკური ჯგუფის ენა.
- აჩოლი (1.2 მილიონი). უგანდის ენა.
- მასაი (1.0 მილიონი). მასაების სასაუბრო ენა.[2]
- ნგამბაი (1.0 მილიონი). გავრცელებულია ძირითადად სამხრეთ ჩადიში.
- ნუერი (800,000, 1982 წელს). ნუერების ენა, სამხრეთი სუდანის ეთნიკური ჯგუფი.
- ფური (500,000 in 1983 წელს). დარფურში გავრცელებული ენა.
- ტუბუ (350,000 – 400,000) ერთ–ერთი ყველაზე ჩრდილოეთით მყოფი ნილო-საჰარული ენა. ტობუზე მოსაუბრეთა უმეტესობა ცხოვრობს ჩრდილოეთ ჩადიში, ტიბესტისს მთებთან ახლოს.
გრენბერგის კლასიფიკაცი (1963)[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ენათა ოჯახს დასახელება ჯოსეფ გრინბერგმა მისცა, მან 1963 წელს გამოსცა წიგნი აფრიკის ენები სადაც ის ამ ენების ნათესაობას ამტკიცებდა. გრინბერგის მიხედვით ნილო-საჰარული ენების სქემა შემდეგნაირად გამოიყურება:
ნილო‑საჰარული |
| ||||||||||||||||||||||||||||||
სტრუქტურის ცვლილება და კიდევ უფრო დაკონკრეტება მოხდა ჯერ 2000 წელს ბენდერის, ხოლო 2010 წელს ბლენჩის მიერ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Lionel Bender, 1996. The Nilo-Saharan languages: a comparative essay. Munich: Lincom Europa.
- Lionel Bender, 2000. "Nilo-Saharan". In Bernd Heine and Derek Nurse, eds., African Languages: An Introduction. Cambridge University Press.
- Roger Blench and Colleen Ahland, 2010. "The Classification of Gumuz and Koman Languages",[1] დაარქივებული 2012-03-16 საიტზე Wayback Machine. presented at the Language Isolates in Africa workshop, Lyons, December 4
- Gerrit Dimmendaal, 2008. "Language Ecology and Linguistic Diversity on the African Continent", Language and Linguistics Compass 2/5:842.
- Christopher Ehret, 2001. A Historical-Comparative Reconstruction of Nilo-Saharan. Köln.
- Joseph Greenberg, 1963. The Languages of Africa (International Journal of American Linguistics 29.1). Bloomington, IN: Indiana University Press.
- Pertti Mikkola, 1999. "Nilo-Saharan revisited: some observations concerning the best etymologies". Nordic Journal of African Studies, 8(2):108–138.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Nilo-Saharan Trees in the MultiTree Project at the LINGUIST List დაარქივებული 2013-04-13 საიტზე Wayback Machine.
- Roger Blench: Nilo-Saharan
- Nilo-Saharan list (Blench 2012)
- Nilo-Saharan Newsletter დაარქივებული 2012-07-16 საიტზე Wayback Machine.
- Map of Nilo-Saharan