ტაჰუის რეგიონი
რეგიონი | |
---|---|
ტაჰუის რეგიონი ფრანგ. Tahoua | |
![]() | |
ქვეყანა |
![]() |
ადმ. ცენტრი | ტაჰუა |
კოორდინატები | 14°53′00″ ჩ. გ. 5°16′00″ ა. გ. / 14.88333° ჩ. გ. 5.26667° ა. გ. |
ფართობი | 113 371 კმ² |
მოსახლეობა | 3 328 365 კაცი (2012) |
სიმჭიდროვე | 29,36 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | [[UTCUTC+1]] |
![]() | |
ტაჰუის რეგიონი (ფრანგ. Tahoua) — ნიგერის რეგიონი, რომლის ფართობია 113 371 კმ², ხოლო 2012 წლის აღწერის მონაცემებით რეგიონის მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 3 328 365 ადამიანს.[1] მოსახლეობის სიმჭიდროვე — 29,36 ად./კმ². ადმინისტრაციული ცენტრი — ქალაქი ტაჰუა.
გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტაჰუის რეგიონი მდებარეობს ნიგერის ცენტრალურ ნაწილში. მისგან დასავლეთით მდებარეობს დოსოს და ტილაბერის რეგიონები, აღმოსავლეთით — აგადესის და მარადის რეგიონები. სამხრეთით გადის ნიგერის სახელმწიფო საზღვარი ნიგერიასთან, ხოლო ჩრდილო-დასავლეთით — მალისთან.
რეგიონის ჩრდილოეთით გაბატონებულია მშრალი კლიმატი, სამხრეთით — ნოტიო, სავანა ნაყოფიერია.
ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული თვალსაზრისით რეგიონი დაყოფილია 8 დეპარტამენტად და 1 მუნიციპალიტეტად (ქალაქი ტაჰუა).[2]
აბალაკის დეპარტამენტი (Abalak):
- ფართობი: ჩინტაბარადენის დეპარტამენტთან ერთად
- მოსახლეობა: 112 273 ად. (2011 წელი)
ბირნი-ნკონის დეპარტამენტი (Birni N'Konni):
- ფართობი: 5 317 კმ²
- მოსახლეობა: 504 783 ად. (2011 წელი)
ბუზას დეპარტამენტი (Bouza):
- ფართობი: 3 777 კმ²
- მოსახლეობა: 386 093 ად. (2011 წელი)
ილელის დეპარტამენტი (Illéla):
- ფართობი: 6 933 კმ²
- მოსახლეობა: 366 704 ად. (2011 წელი)
კეიტის დეპარტამენტი (Kéita):
- ფართობი: 5 297 კმ²
- მოსახლეობა: 303 469 ად. (2011 წელი)
მადაუის დეპარტამენტი (Madaoua):
- ფართობი: 4 856 კმ²
- მოსახლეობა: 443 902 ად. (2011 წელი)
ტაჰუის დეპარტამენტი (Tahoua):
- ფართობი: 9 743 კმ²
- მოსახლეობა: 500 361 ად. (2011 წელი)
ჩინტაბარადენის დეპარტამენტი (Tchintabaraden):
- ფართობი: 77 448 კმ² (შედის აბალაკის დეპარტამენტიც)
- მოსახლეობა: 124 337 ად. (2011 წელი)
ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ადგილობრივი მოსახლეობის მთავარი საქმიანობაა — სოფლის მეურნეობა.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Niger: Regions, Major Cities & Urban Centers — Statistics & Maps on City Population. Citypopulation.de. ციტირების თარიღი: 25 April 2014.
- ↑ Institut National de la Statistique du Niger: Annuaire statistique des cinquante ans d’indépendance du Niger, p.49.