ვიოლინო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიოლინო

ვიოლინო — ხემიან-სიმებიანი საკრავი. ის ყველაზე პატარა და წვრილხმიანია ხემიან ინსტრუმენტებში. ვიოლინო უძველესი საკრავია. იგი დიდი ხნის მანძლიზე ვითარდებოდა. მხოლოდ მე-17, მე-18 საუკუნეებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ვიოლინოს საუკეთესო ნიმუშები. ამ დროს იტალიის ქალაქებში ბრეშიასა და კრემონაში ვიოლინოებს აკეთებდნენ ისეთი დიდოსტატები, როგორებიც იყვნენ: ამატი, სტრადივარიუსი, გვარნერი და მაჯინი. მათ მიერ გაკეთებული საკრავები დღემდე საუკეთესოდაა მიჩნეული მთელ მსოფლიოში.

ვიოლინოს 4 სიმი აქვს. თოთოეულ სიმს თავისი სახელი ჰქვია: სოლ, რე, ლა, მი.

ვიოლინო ზომით სხვადასხვაგვარია: პატარა ზომის საბავშვო ვიოლინო „ნახევარია“, „სამი მეოთხედია“, მე-18 საუკუნეში არსებობდა ძალიან პატარა ვიოლინო, მას ერქვა „პოშეტა“. ის ქურთუკის ჯიბეშიც კი ეტეოდა. საქართველოში ვიოლინო პირველად შემოიტანეს 1841 წელს. საქართველოს ბევრი სახელგანთქმული მევიოლინე ჰყავს: ანდრია ყარაშვილი (პირველი ქართველი მევიოლინე), ლუარსაბ იაშვილი, ლეო შიუკაშვილი და მათი აღზრდილები: მარინე იაშვილი, ლიანა ისაკაძე და სხვები.

განთქმული (ვირტუოზი) მევიოლინეები[რედაქტირება]

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

  • XVII საუკუნის 60–იან წლებში თბილისელებისათვის ვიოლინო უკვე ცნობილი იყო, ამ ინსტრუმენტს თავის ნაშრომში ჟან შარდენი მოიხსენიებს.[1]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. თბილისის ისტორია, ტ. 1, მეცნიერება, 1990, გვ. 444