უადი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

უადი (არაბ. وادي‎‎) — პერიოდული ნაკადების ან მშრალი ხევების სახელწოდება არაბეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის უდაბნოებში.

სიგრძეში უადები აღწევენ მრავალ ასეულ კილომეტრს და მთავრდებიან გაუდინარ დადაბლებებში. მათი ფსკერი დაფარულია პროლუვიონით. უადების გენეზისი რთულია, შესაძლოა ისინი მდინარეთა რელიქტურ ხეობებს წარმოადგენენ, რომლებიც ოდესღაც ნოტიო პირობებში არსებობდნენ. ძლიერი წვიმების დროს უადები წყლით ივსება.

ტერმინი უადი ფართოდ გამოიყენება ჩრდილოეთ აფრიკის, არაბეთისა და სირიის გეოგრაფიულ ლიტერატურაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უადი&oldid=3457454“-დან