კომადუგუ-იობე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კომადუგუ-იობე
ფრანგ. Komadougou Yobé
Yobe river catchment area.png
ქვეყანა ნიგერის დროშა ნიგერი
ნიგერიის დროშა ნიგერია
სათავე 12°39′06″ ჩ. გ. 10°38′50″ ა. გ. / 12.65167° ჩ. გ. 10.64722° ა. გ. / 12.65167; 10.64722
შესართავი ჩადის ტბა
13°40′24″ ჩ. გ. 13°23′36″ ა. გ. / 13.67333° ჩ. გ. 13.39333° ა. გ. / 13.67333; 13.39333
სიგრძე 1175 კმ
აუზის ფართობი 148 000 კმ²
კომადუგუ-იობე (ნიგერია)
Blue 0080ff pog.svg
Blue pog.svg
Commons-logo.svg კომადუგუ-იობე ვიკისაწყობში

კომადუგუ-იობე (ფრანგ. Komadougou Yobé) — მდინარე ნიგერში და ნიგერიაში, ჩაედინება გაუდინარ ჩადის ტბაში. მდინარის სიგრძე — 1175 კმ, აუზის ფართობი — 148 000 კმ², საშუალო წლიური წყლის ხარჯი (ქალაქ დიფასთან, შესართავთან ახლოს) — 15 მ/წმ[1].

სათავე მდებარეობს ნიგერიის ტერიტორიაზე, ქვედა დინება ბუნებრივი საზღვარია ნიგერსა და ნიგერიას შორის. თვითონ კომადუგუ-იობე სოფელ გაშვის დასავლეთით იქმნება მდინარეების იამარის (ასევე კატაგუმი) და ჰადეჯას შეერთებით.

ასევე დიდ შენაკადებს მიეკუთვნება მარჯვნიდან ჩამდინარე კომადუგუ-განა[2].

შესართავი მდებარეობს ნიგერიის ქალაქ ბისაგანასთან (ბორნოს შტატი).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Noname (GHAASBasin49). grdc.sr.unh.edu. წაკითხვის თარიღი: 2017-2-3.
  2. The Komadougou-Yobe Basin Pilot Demonstration Project. Lake Chad Basin GEF Project. წაკითხვის თარიღი: 2017-2-3.