ურო (მცენარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ურო.
ურო
Andropogon distachyos.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ყვავილოვანნი
კლასი:  ერთლებნიანები
ოჯახი:  მარცვლოვანნი
გვარი:  ურო
ლათინური სახელი
Andropógon

ურო (ლათ. Andropógon) — მარცვლოვანთა ოჯახის მრავალწლოვანი ბალახების 3 გვარი: Andropogon (150 სახეობა), Bothriochloa (25 სახეობა) და Dichan thium (15 სახეობა). სამივე უმეტესად გავრცელებულია ორივე ნახევარსფეროს ტროპიკებსა და სუბტროპიკებში.

პირველი ორი — ორსავე ნახევარსფეროში, მესამე — აღმოსავლეთ ნახევარსფეროში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება Bothriochloa-ს 2 სახეობა: ჩვეულებრივი ურო (Bothriochloa ischaemum, სინონიმიAndropogon, ischaemum) გვხვდება მთელ საქართველოში მთის შუა სარტყლამდე, უფრო მშრალ ადგილებში. აღმოსავლეთ საქართველოში, ისევე როგორც აღმოსავლეთ და სამხრეთ ამიერკავკასიაში, ქმნის მთისწინეთის ზონალურ მცენარეულობას — უროიანს, დასავლეთ საქართველოში გავრცელებულია მთა-ტყის სარტყლის ნატყევარ ადგილებში.

კავკასიური ურო (Bothriochloa caucasiicus, სინონიმი Andropogon caucasicus) ასევე ყველგანაა გავრცელებული, მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით. ჩრდილოამერიკაში ვირჯინიული ურო (Andropogon virginicus) გზადმოყოლილ სარეველად გავრცელდა აფხაზეთში. უროს ზოგან იყენებენ საკვებ და დეკორატიულ მცენარედ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]