შინაარსზე გადასვლა

ოქროს საწმისის ორდენი (საქართველო)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ოქროს საწმისის ორდენი

ქვეყანასაქართველოს დროშა საქართველო
ტიპიორდენი
სტატუსიგაიცემა
სტატისტიკა
დაწესების თარიღი26 ივნისი, 1998
რიგითობა
მაღალი ჯილდოწმინდა ნიკოლოზის ორდენი
დაბალი ჯილდოვახტანგ გორგასლის ორდენი

ოქროს საწმისის ორდენისაქართველოს სახელმწიფო ჯილდო; ორდენი, რომლითაც ჯილდოვდებიან უცხოელი მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში, მისი ეროვნული უშიშროების ინტერესების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების ჩამოყალიბებაში, უცხოეთის სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის დამყარებაში, საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვაში, ქართული კულტურის პოპულარიზაციაში, ქართული მეცნიერებისა და ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.[1] ორდენი მითიური ოქროს საწმისის სახელობისაა, რომელიც მდებარეობდა კოლხეთში, დღევანდელ დასავლეთ საქართველოში. ორდენი შემოღებულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებით 1998 წლის 26 ივნისს.

ოქროს საწმისის ორდენის ესკიზი შექმნილია საქართველოში, ქ. თბილისში, 1997 წელს. მისი ავტორები არიან: მხატვარი-ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე და ჰერალდიკოსი მამუკა წურწუმია.[2]

ოქროს საწმისის ორდენი არის 52-მილიმეტრიანი ოქროს ვარსკვლავი, რომელიც მიღებულია დიდი შვიდბოლოიანი და მცირე შვიდქიმიანი ვარსკვლავების გადაწვნით. ვარსკვალავი შედგება შვიდი 51.450-იანი სეგმენტისაგან.[2]

ორდენის ავერსი — დიდი ვარსკვლავის ბოლოებში ჩასხმულია შინდისფერი მინანქარი, გადაწვნის ადგილებში მონაცვლეობით ჩასმულია 7 ლურჯი და 7 წითელი თვალი. ცენტრალური მედალიონის ირგვლივ არის 2 მმ სიგანის თეთრი ოქროს ტეხილი დეტალი. მედალიონში ამობურცულ ლურჯ მინანქარზე გამოსახულია ოქროს საწმისი თეთრი ოქროს რქებით. ვარსკვლავი ოქროს მოძრავი ყუნწით (10,5 X 10 მმ) უკავშირდება სამაგრის ზოლს. 1,1 მმ სისქის ოქროს რგოლი (გარე დიამეტრი – 15მმ) ხისტადაა დაკავშირებული სამაგრთან. სამაგრი არის ოქროს ორი გრიფონი (სიმაღლე – 16,5 მმ), ოქროს ფარით (7 X 12,2 მმ). ფარის ლურჯ მინანქარზე გამოსახულია ოქროს ემბლემა და დევიზის ლენტი (სიგრძე - 25,7 მმ; სიგანე – 3მმ), რომლის შინდისფერ მინანქარზე ოქროს ლათინური შრიფტით ამოტვიფრულია წარწერა – LABOR PRO GEORGIA.[2]

ორდენის რევერსი — ზედა ნაწილში აღნიშნულია ორდენის სამნიშნა რიგითი ნომერი. შუა ნაწილში, ქართული ორნამენტის თავზე ოქროთი ამოტვიფრულია წარწერა – „ღვაწლი საქართველოსათვის”, ქვემოთ – ორდენის დამზადების წელი. ორდენის ბაფთა ცისფერია (სიგანე - 34 მმ) ორი ოქროსფერი ზოლით (სიგანე – 5 მმ).[2]

ორდენის მფლობელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]