ზაზა ჩხაიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზაზა ჩხაიძე (დ. 25 ოქტომბერი, 1974, თბილისი) — ქართველი გენერალ-მაიორი (2019).

დაამთავრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებული სამხედრო აკადემია (1998). სწავლობდა საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემიასა (2011) და სან-ანტონიოს სახმელეთო ჯარების ომის კოლეჯში (აშშ, 2015-2016). 1998 წლიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალებშია. 2001-2004 წლებში მსახურობდა სპეციალური დანიშნულების ძალებში (2002-2004 — ბრიგადის მეთაური). 2004-2005 წლებში იყო III ქვეითი ბრიგადის მეთაური, 2007-2009 — I ქვეითი ბრიგადის G-2 დაზვერვის სამმართველოს უფროსი, 2009-2010 — სახმელეთო ჯარების შტაბის G-2 დაზვერვის სამმართველოს საინფორმაციო-ანალიტიკური განყოფილების უფროსი ოფიცერი, 2012-2015 — II ქვეითი ბრიგადის მეთაური, 2015-2016 — J-2 დაზვერვის დეპარტამენტის I სამმართველოს უფროსი ოფიცერი, 2016 — J-2 დაზვერვის დეპარტამენტის უფროსი, 2016-2018 — შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, 2018 წლიდან — თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე. დაჯილდოებულია სხვადასხვა სამხედრო და სახელმწიფო ჯილდოთი, მ. შ. ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (2002).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზაზა ჩხაიძე. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ციტირების თარიღი: 2 აგვისტო, 2020.