სივილ ჯორჯია
სივილ ჯორჯია საინფორმაციო ვებ-გვერდი Civil.ge | |
---|---|
ქვეყანა | საქართველო |
ვებ–გვერდი: | civil.ge |
დაფუძნდა | 2001 |
რედაქტორ(ებ)ი | ოთარ კობახიძე |
„სივილ ჯორჯია“ — საინფორმაციო ვებ-გვერდი საქართველოში, რომელიც 2001 წელს დაფუძნდა, როგორც საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტი. გვერდის მთავარი რედაქტორია ოთარ კობახიძე. „Civil.ge“ 2001 წლიდან დღემდე საქართველოს ცხოვრების შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას ინახავს.
დონორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოს გაეროს ასოციაცია – სივილ ჯორჯიას მშობელი ორგანიზაციაა და კვლავაც ფარავს საოპერაციო ხარჯების დიდ ნაწილს. 2018 წლის ოქტომბრიდან სივილ ჯორჯიას აფინანსებს დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) ამერიკის შეერთებულ შტატების კერძო, არამომგებიანი ფონდია, რომელიც მსოფლიოს 90-ზე მეტ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდასა და განვითარებას ემსახურება.
სივილ ჯორჯიაზე საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილ ქვე-პროექტს მხარს უჭერს ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES), გერმანიის უძველესი პოლიტიკური ფონდი, რომელიც 1925 წელს მისი დაარსებიდან სოციალ-დემოკრატიულ ტრადიციას ემსახურება. თავისუფლება, სამართლიანობა და სოლიდარობა – ფონდის საკვანძო ღირებულებებია.
წარსული დონორები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]შესაძლებლობების მშენებლობისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM), ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის მიერ. მათი დაფინასება სივილ ჯორჯიას საშუალებას აძლევს გააფართოვოს კონფლიქტური რეგიონებიდან ახალი ამბების მიმოხილვა.