ქვედრულა
ქვედრულა | |
---|---|
![]() ქვედრულა სოფ. ქვედრულაში | |
ქვეყანა |
![]() |
ტერიტორიული ერთეულები | შიდა ქართლის მხარე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
სათავე | მაღრან-დვალეთის კავკასიონი |
სათავის სიმაღლე | 3075 მ |
შესართავი | ჯეჯორა |
სიგრძე | 19,6 კმ |
აუზის ფართობი | 48,7 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1,45 მ³/წმ |
ქვედრულა — მდინარე საქართველოში. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3075 მ სიმაღლეზე. სოფელ ქვედრულასთან ერთვის მდინარე ჯეჯორას მარჯვნიდან. სიგრძე 19,6 კმ, აუზის ფართობი 48,7 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარშია, წყალმცირობა — ზამთარში, ზაფხულსა და შემოდგომაზე — წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები. საშუალო წლიური ხარჯი 1,45 მ³/წმ.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 510.
|