ჭანჭახი (მდინარე)
იერსახე
| ჭანჭახი | |
|---|---|
|
ჭანჭახი სოფ. გლოლაში | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ონის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე) |
| სათავე |
რაჭის კავკასიონი 42°42′58″ ჩ. გ. 43°47′24″ ა. გ. / 42.716111° ჩ. გ. 43.790028° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 3025 მ |
| შესართავი |
რიონი 42°41′47″ ჩ. გ. 43°34′57″ ა. გ. / 42.696500° ჩ. გ. 43.582528° ა. გ. |
| სიგრძე | 21,6 კმ |
| აუზის ფართობი | 185 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 7,77 მ³/წმ |
|
| |
ჭანჭახი — მდინარე საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს რაჭის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთაზე, მყინვარ ჭანჭახზე, ზღვის დონიდან 3025 მ სიმაღლეზე. სიგრძე 21,6 კმ, აუზის ფართობი 185 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. დამახასიათებელია წყალდიდობა აპრილიდან ოქტომბრამდე და წყალმცირობა ნოემბრიდან აპრილამდე. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 7,77 მ³/წმ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 383.
| |||||||||||