ღარულა
იერსახე
| ღარულა | |
|---|---|
|
ღარულა სოფ. ღარში | |
| ქვეყანა |
|
| ტერიტორიული ერთეულები | ონის მუნიციპალიტეტი (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე) |
| სათავე |
მაღრან-დვალეთის კავკასიონი 42°36′42″ ჩ. გ. 43°44′42″ ა. გ. / 42.611750° ჩ. გ. 43.745083° ა. გ. |
| სათავის სიმაღლე | 3025 მ |
| შესართავი |
რიონი 42°35′57″ ჩ. გ. 43°27′12″ ა. გ. / 42.599306° ჩ. გ. 43.453361° ა. გ. |
| სიგრძე | 26,8 კმ |
| აუზის ფართობი | 117,5 კმ² |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 3,59 მ³/წმ |
|
| |
ღარულა — მდინარე საქართველოში, ონის მუნიციპალიტეტში. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 3025 მ სიმაღლეზე. მდინარე რიონს ერთვის მარცხნიდან სოფელ ღართან. სიგრძე 26,8 კმ, აუზის ფართობი 117,5 კვ.კმ. საშუალო წლიური ხარჯი 3,59 მ³/წმ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზე და ზაფხულის პირველ ნახევარშია, წყალმცირობა — ზამთარში, წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნები ზაფხულსა და შემოდგომაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 584.