ჯეჯორა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჯეჯორა
Oni town.jpg
მდ. ჯეჯორა რიონს უერთდება ქ. ონთან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ონის მუნიციპალიტეტი
სათავე მაღრან-დვალეთის კავკასიონი
სათავის სიმაღლე 2975 მ
შესართავი რიონი
სიგრძე 45 კმ
აუზის ფართობი 438 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 12,2 მ³/წმ
Commons-logo.svg ჯეჯორა ვიკისაწყობში

ჯეჯორამდინარე ონის მუნიციპალიტეტში, რიონის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, 2975 მ სიმაღლეზე, სიგრძე 45 კმ, აუზის ფართობი 438 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმის, მიწისქვეშა და მყინვარული წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულ-ზაფხულზე. მდგრადი წყალმცირობა - ზამთარში. წვიმებით გამოწვეული წყალმოვარდნა განსაკუთრებით დიდია შემოდგომაზე. წყალდიდობის დროს ჩამოედინება წლიური ჩამოდენის 65 %, შემოდგომაზე - 21 %, ზამთარში - 17 %. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 12,2 მ³/წმ.

ვიკიციტატა
„მოერთვის რიონს ჯეჯორის მდინარე. ეს გამოსდის კედელას კავკასსა და დის კუდაროს ჩასავლის კარგა ქუეითამდე აღმოსავალ-ჩდილოს შუადამ სამჴრეთს-დასავლეთს შორის, მერმე მოიქცევის და დის სამჴრიდამ ჩდილოდ რიონამდე და მოერთვის მას სამჴრიდამ. რიონის შესართავს ზეით და ჯეჯორის აღმოსავლით კიდურზედ არს ციხე, და ამ ციხეს ზეით და ჯეჯორისვე აღმოსავლით არს დაბა წედისი, და ციხე მცირე.“

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აფხაზავა ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 567.
  • ქართლის ცხოვრება. ტომი IV. ბატონიშვილი ვახუშტი. აღწერა სამეფოსა საქართველოსა. გვ. 767. სახელმწიფო გამომცემლობა „საბჭოთა საქართველო“. თბილისი 1973.