ფასისმთა
იერსახე
| ფასისმთა | |
|---|---|
| კოორდინატები: 42°53′35″ ჩ. გ. 43°20′00″ ა. გ. / 42.89306° ჩ. გ. 43.33333° ა. გ. | |
| ქვეყანა | |
| ტერიტორიული ერთეული | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე ყაბარდო-ბალყარეთი |
| სიმაღლე | 3786 მ |
| ქედი | რაჭის კავკასიონი |
| ამგებელი ქანები | გრანიტი და კრისტალური ფიქალი |
| ასაკი | პროტეროზოურ-ქვედაპალეოზოური |
ფასისმთა — მწვერვალი საქართველოსა და რუსეთის (ყაბარდო-ბალყარეთი) საზღვარზე, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე. მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარეების რიონისა და ცხენისწყლის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3786 მ. აგებულია პროტეროზოურ-ქვედაპალეოზოური გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ალპური რელიეფი — ცირკები და სხვა. ჩრდილოეთ კალთაზე არის თანამედროვე გამყინვარება. ფასისმთის კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯანელიძე ჭ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 238.