ყაბარდო-ბალყარეთი
ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკა AКъэбэрдей-Балъкъэр Республикэ Къабарты-Малкъар Республика ყაბარდო-ბალყარეთი |
||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: ყაბარდო-ბალყარეთის ოფიციალური ჰიმნი |
||||||
|
||||||
დედაქალაქი | ნალჩიკი | |||||
ოფიციალური ენა | ყაბარდული, ბალყარული | |||||
მთავრობა | რესპუბლიკა | |||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 12 500 კმ2 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2005 შეფასებით | 896 900 | ||||
- | სიმჭიდროვე | 72,1 კაცი/კმ2 | ||||
ვალუტა | რუსული რუბლი | |||||
დროის სარტყელი | UTC+3/UTC+4 | |||||
ქვეყნის კოდი | RU-KB | |||||
სატელეფონო კოდი | 7 |
ყაბარდო-ბალყარეთი (ყაბ. Къэбэрдей-Балъкъэр Республикэ; ბალყ. Къабарты-Малкъар Республика; რუს. Кабардино-Балкария) — რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, შედის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოკრუგის შემადგენლობაში[1].
ესაზღვრება ჩრდილოეთით სტავროპოლის მხარეს, სამხრეთით ჩრდილოეთ ოსეთს და საქართველოს, დასავლეთით ყარაჩაი-ჩერქეზეთს.
შეიქმნა 1921 წლის 1 სექტემბერს.
დედაქალაქის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დედაქალაქი - ნალჩიკი. ქალაქის სახელის წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს. ყველაზე სარწმუნოდ ითვლება, რომ ქალაქმა თავისი სახელწოდება მიიღო მთის ფორმისაგან, რომლის ტერიტორიაზეც არის გაშენებული. ნალჩიკი ყაბარდო-ბალყარეთის ენაზე ითარგმნება როგორც ნალი. გეოგრაფიულად ქალაქი გაშენებულია მთის გარშემო, ნალის ფორმით. ამიტომაც, ქალაქის ემბლემას ნალი წარმოადგენს.
ციხე-ქალაქი ნალჩიკი დაარსდა 1818 წელს (ზოგიერთი მონაცემით, პირველი დასახლება დათარიღებულია 1724 წლით). სამხედრო დასახლება ციხე-ქალაქში გაჩნდა 1838 წლიდან, ამ დროისთვის იქ 2300 ადამიანი ცხოვრობდა.
1921 წლიდან ნალჩიკი ყაბარდოს ცენტრია, 1922 წლიდან - ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური ოლქის ცენტრია, ხოლო 1936-1991 წლებში ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი. 1991 წლიდან ქ. ნალჩიკი ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის დედაქალაქია.
გავრცელებული ენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო ენებია – ყაბარდული (ყაბარდო-ჩერქეზული), ბალყარული (ყარაჩაი-ბალყარული) და რუსული.
ყაბარდო-ჩერქეზული ენა, კავკასიური ენების აფხაზურ-ადიღეურ ჯგუფს მიეკუთვნება. ერთ-ერთ ოფიციალურ ენას ყაბარდო-ბალყარული და ყარაჩაი-ჩერქეზული წარმოადგენს.
ზოგიერთი ენათმეცნიერი მიიჩნევს, რომ ყაბარდო-ჩერქეზულ ენას ადიღეურ ენასთან აქვს კავშირი. თავად ადიღეები, ყაბარდოელები და ჩერქეზები თავიანთ ენას „адыгэбзэ-ს“ უწოდებენ, რაც „ადიღეურ ენას“ ნიშნავს. იგი სამი დიალექტისგან შედგება. ყაბარდოელების უმრავლესობა თერგულ-ყაბარდულ დიალექტზე საუბრობს, უმცირესობა - ყუბან-ყაბარდინულზე და ე. წ. ბესლანურ დიალექტზე.
1924 წლამდე დამწერლობაში, ძირითადად, არაბულ ანბანსა და კირილიცას იყენებდნენ, 1924-1936 წლებში ლათინურს, ხოლო 1936 წლიდან კვლავ კირილიცა გამოიყენება.
ყარაჩაი-ბალყარული ენა თურქული ენის ჩრდილო-დასავლურ შტოს მიეკუთვნება, რომელიც ყაბარდო-ბალყარეთის და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ერთ-ერთ სახელმწიფო ენას წარმოადგენს. მას მშობლიურ ენაზე ბალყარელები „малкъар тил-ს“ უწოდებენ, ხოლო ყარაჩაელები - „къарачай тил-ს“.
ყარაჩაი-ბალყარულ ენას აქვს ორი დიალექტი - ყარაჩაი-ბაკსანო-ჩეგემის (чокающий) და მალკარიული (цокающий), ასევე, ხოლამო-ბიზინგიური კილო-კავი. ყარაჩაი-ბალყარული ლიტერატურული ენა ეფუძნება ყარაჩაი-ბაკსანო-ჩეგემის დიალექტს.
1920-1924 წლებში ძირითადად არაბულ დამწერლობას იყენებდნენ, 1924-1936 წლებში ლათინურს, ხოლო 1936 წლიდან კირილიცას.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიქსიკონში განმარტებულია სიტყვა: ყაბარდო-ბალყარეთი
- ყაბარდო-ბალყარეთი დაარქივებული 2015-09-14 საიტზე Wayback Machine.
- ჩვენი მეზობლები: ყაბარდო-ბალყარეთი[მკვდარი ბმული]
- ყაბარდო-ბალყარეთი. სტრატეგია და უსაფრთხოება[მკვდარი ბმული]
- ყაბარდო-ბალყარეთის რუკა
- ულამაზესი ტბა მთებში, ყაბარდო-ბალყარეთი
- ყაბარდო-ბალყარეთი
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ 2010 წლის 19 იანვრამდე სამხრეთის ფედერალურ ოკრუგში
|
|
|