ბაქსანი (მდინარე)
Jump to navigation
Jump to search
ბაქსანი, აზაუ | |
---|---|
![]() | |
ქვეყანა | რუსეთი |
ქალაქები | თირნიაუზი, ბაქსანი |
სათავე | იალბუზის მყინვარები |
სიგრძე | 173 კმ |
აუზის ფართობი | 6 800 კმ² |
![]() |
ბაქსანი, აზაუ (რუს. Баксан, Азау) — მდინარე ჩრდილოეთ კავკასიაში, ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკაში, მდინარე მალკის მარჯვენა შენაკადი (თერგის აუზი). სიგრძე 173 კმ. აუზის ფართობი 6 800 კმ2. სათავე აქვს იალბუზის რაიონის მყინვარებში. ზემო დინებაში მთის მდინარეა, ქვევით კი ვაკეზე მიედინება. საზრდოობს მყინვარის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლებით. ბაქსანის ნაპირებზე გაშენებულია ქალაქები თირნიაუზი და ბაქსანი. მდინარეზე აგებულია ბაქსანის ჰესი. ბაქსანსა და მისი შენაკადების სათავეებში ალპინისტური და ტურისტული ბაზებია.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- Баксан (река на Сев. Кавказе)[მკვდარი ბმული]
- Баксан в «Словаре современных географических названий»[მკვდარი ბმული]
- Фотография горы Джан-Туган
|