ჭანიეთური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ჭანიეთური
Ozurgeti.png
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ბაილეთი
კოორდინატები 41°58′27″ ჩ. გ. 41°57′42″ ა. გ. / 41.97417° ჩ. გ. 41.96167° ა. გ. / 41.97417; 41.96167
ცენტრის სიმაღლე 80
მოსახლეობა 239 კაცი (2014)
ჭანიეთური — საქართველო
ჭანიეთური
ჭანიეთური — გურიის მხარე
ჭანიეთური

ჭანიეთური — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ბაილეთის თემში. მდებარეობს ნასაკირალის სერის ჩრდილოეთით, მდინარე სუფსის მარცხნივ, ზღვის დონიდან 80 მ, ოზურგეთიდან 10 კმ, ბაილეთიდან 3 კმ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის სახელწოდება „ჭან“ ძირიდან და ადრე ამ ტერიტორიაზე დასახლებული ჭანებისგან მოდის.[1]გურიის სამთავროს ძველ საბუთებში ჭანიეთური ცალკე სოფლადაა მითითებული. ჭანიეთურში იყო განვითარებული ფეოდალური ხანის ეკლესია-მონასტერი. გვიან ფეოდალურ ხანაში წარმოადგენდა ნაკაშიძეების სამფლობელოს.[2]

საბჭოთა პერიოდში ის სამ ნაწილად გაიყო: ნაწილი შევიდა გურიანთის შემადგენლობაში, ნაწილს ეწოდა განთიადი და შევიდა კონჭკათის სასოფლო საბჭოს შემადგენლობაში, ხოლო ნაწილი ჭანიეთურის სახელით დარჩა ცალკე სოფლად განახლების (ანუ ბაილეთის) სასოფლო საბჭოში.[3] ჭანიეთურის მონასტერი ამჟამად მოქცეულია სოფელ განთიადის ტერიტორიაზე.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 220
2014 Increase2.svg 239 118 121

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. სულიკო ლომჯარია, „სოფელო ჩემო“, გვ. 30 — თბილისი, „მერიდიანი“, 2012, ISBN 978-9941-10-560-9
  2. ო. სოსელია, „ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან“, გვ. 165 — თბილისი, 1981 წ.
  3. კ. ტუღუში, დ. სირაძე „დავიცვათ და შევისწავლოთ კულტურის ძეგლები“ // „ლენინის დროშა“, N135, გვ. 3 — 1961 წ.