ჯუმათი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სოფელი
ჯუმათი
Jumati view from Konchkati.jpg
ჯუმათის ხედი ჭანიეთურის მონასტრიდან
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თემი ჯუმათი
კოორდინატები 42°00′36″ ჩ. გ. 41°57′50″ ა. გ. / 42.01000° ჩ. გ. 41.96389° ა. გ. / 42.01000; 41.96389
ფართობი 4,2 კმ²
ცენტრის სიმაღლე 120
მოსახლეობა 345 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 46 კაცი/კმ²
ჯუმათი — საქართველო
ჯუმათი
ჯუმათი — გურიის მხარე
ჯუმათი

ჯუმათი — სოფელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (ჯუმათი, ბოგილი, იანეთი, ძირიჯუმათი). სოფელში არის საჯარო სკოლა[1] და საბავშვო ბაღი. აქ დაიბადა ცნობილი ფირალი სისონა დარჩია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მდებარეობს მდინარე სუფსის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 120 მ, ოზურგეთიდან 14 კმ. სოფლის უბნები მიხაისფონი,ხარხამეთა, კიბულას ღელე და ლაშე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯუმათი მოდის ზანური ენიდან და ნიშნავს საძმოს (ჯუმა - ძმობილი). მისი დაარსების თარიღად სავარაუდოდ ძველი წ.ა. II-I ათასწლებულების მიჯნაა მიჩნეული.[2] სოფელში აღმოჩენილია ზედა პალეოლითის ხანის გამოქვაბული, ნაპოვნია ბრინჯაოს ნივთები და ზოდები.[3] სოფელში განვითარებული იყო მეთუნეობა.[4]1846-1848 წლებში ჯუმათის მონასტერთან მოქმედებდა გურიის სასულიერო სასწავლებელი. 1860-იან წლებიდან სექტემბერში იმართებოდა 5 დღიანი ბაზრობა[5]1868 წელს მონასტერთან გაიხსნა ერთკლასიანი სკოლა, სკოლაში 80-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა და სამაგალითოდ ითვლებოდა, მაგრამ 1870-80-იან წლებში სოფლის დაუდევრობით სკოლა დაკნინდა და მოსწავლეთა რიცხვი 13-18-მდე დაეცა.[6].1881 წელს სოფელში გაიხსნა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სკოლა, რომლის დირექტორი იყო მელენტი ჩხარტიშვილი.[7] 1892 წელს დადგა საკითხი სოფელში სკოლისთვის შენობის აშენებისა. 1899 წელს ჯუმათის სასოფლო საზოგადოება ქუთაისის სახალხო სკოლების დირექციისგან ითხოვდა ერთ მასწავლებელს, დარაჯისა და გათბობის ფულს. სასოფლო საზოგადოებამ ასევე გამოჰყო ადგილი სკოლის მშენებლობისთვის, მათ ოზურგეთის მაზრის უფროს ლაზარენკოს სთხოვეს სკოლის გადაკეთება ორკლასიანად. სოფლის სკოლის გაუმჯობესებისთვის მოღვაწეობდნენ სოფლის მოსამართლე ბ, ჩხარტიშვილი, ე. გოგუა, მღვდლები სმასონ დარჩია, ივანე და იოსებ კანდელაკები, მასწავლებელი გაბუნია.[8] 1912 წელს გაიხსნა სოფლის ბიბლიოთეკა.

საბჭოთა პერიოდში სოფელში მოჰყავდათ ჩაი (240 ჰა), ტუნგი (60 ჰა) და ციტრუსები (25 ჰა). ჯუმათის სტალინის სახელობის კოლმეურნეობა რაიონში სიმდიდრით მესამე იყო ნატანებისა და შრომის შემდეგ.[9] 1957 წელს ჯუმათში მოეწყო სოფლის ცენტრი გორაკის წვერზე, ყველა მხრიდან დასანახ ადგილზე, იქვე აშენდა ადმინისტრაციული სახლი, სკოლა და კლუბი. ცენტრის გაშენების დროს დაანგრიეს გურიელთა სასახლის ნაშთები და ბაილეთის ეკლესია.[10]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1870-იან წლებში სოფლის მოსახლეობა 278 კომლი იყო. 1937 წელს სოფელში ცხოვრობდა 349 ოჯახი, 552 ადამიანი, აქედან 299 კაცი და 253 ქალი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1874[11] 1946
1883[12] Decrease2.svg 1573
1893[13] Increase2.svg 2216
1902[14] Increase2.svg 2440 1263 1177
1908[15] Decrease2.svg 387
1937 Increase2.svg 552 299 253
2002 Decrease2.svg 311
2014[16] Decrease2.svg 345 181 164

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. საგანმანათლებლო დაწესებულებების კატალოგი
  2. სიხარულიძე ი. „საიდან წარმოიშვა სახელი ჯუმათი“
  3. მასალები გურიის ეთნოგრაფიული შესწავლისათვის, გვ 369. — თბილისი, „მეცნიერება“ 1980 წ.
  4. Кавказский календарь на 1867 год გვ.310
  5. გაზეთი „დროება“ N271 გვ. 1 — 1881
  6. ქ შ წ კ გ საზოგადოების პროსოპოგრაფიული ბაზა
  7. ჩხარტიშვილი ც. „პირველი სასულიერო სამრევლო სასწავლებელი გურიაში“ „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N1(12), გვ. 512 —თბილისი, „უნივერსალი“, 2013, ISSN 1512-3154
  8. რაიონის სოფლის მეურნეობა აღმასვლობის გზაზე, გაზეთი „ლენინის დროშა“ N14 გვ. 3, 1955 წ
  9. ენვერ გოგუაძე, „გურიანას ქუეყანა“ — ბათუმი, „ალიონი“ 2001
  10. დიმიტრი ბაქრაძე, „არქეოლოგიური მოგზაურობა გურიასა და აჭარაში“, გვ.216 — ბათუმი, „საბჭოთა აჭარა“, 1987
  11. Кавказский календарь на 1885 год გვ. 215
  12. Кавказский календарь на 1894 год გვ. 340
  13. «Кавказский календарь» на 1902 год: 57-й год - Тифлис, 1901
  14. Кавказский календарь на 1910 год
  15. მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). წაკითხვის თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.