ლურჯი მოცვი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლურჯი მოცვი
Vaccinium uliginosum fruit.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: მცენარეები
კლასი: ორლებნიანნი
ოჯახი: მანანასებრნი
ლათინური სახელი
Vaccinium uliginosum

ლურჯი მოცვი[1] (ლათ. Vaccinium uliginosum) — ფოთოლმცვივანი მცენარე მანანასებრთა ოჯახისა. სიმაღლე 30 სმ-იდან 1 მ-მდეა. გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცივ და ზომიერ სარტყლებში, ტუნდრაში, ტყის ზონასა და მთათა ზედა ზონაში, ხშირად ჭაობებში. გვხვდება ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მათ შორის კავკასიაში. ყვავილები თეთრი ან მოვარდისფროა. კენკრა ლურჯია, იჭმება; შეიცავს შაქარს, მჟავასა და А და С ვიტამინებს. ლურჯი მოცვი ბუჩქოვანი, კენკროვანი კულტურაა, რომელიც იძლევა ლურჯი ფერის მრგვალ ნაყოფს. მისი გაშენებისთვის საჭიროა ტენიანი, მსუბუქი და კარგი დრენაჟის მქონე სპეციფიკური ნიადაგი; კარგად ხარობს მჟავე ნიადაგებზე. 2006 წელს ლურჯი მოცვის ნერგები აშშ-დან ჩამოიტანეს და საცდელი მიზნით პირველად დარგეს იმერეთში, სოფელ სიმონეთში, 2007-2008 წლებში, მოცვის ნერგები გაშენდა იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]